„ადამიანები ლპებიან, მე-8 პენიტენციური ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა“ - ავთანდილ სურმანიძე

პოლიტიკა 1765791148

ავთანდილ სურმანიძე

თბილისის საქალაქოს სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

ერთ-ერთმ ბრალდებულმა, ავთანდილ სურმანიძემ სიტყვსი თქმის უფლებით ისარგებლა და  გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის პირობებზე ისაუბრა.

მან მოსამართლეს ციხეში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

ყველანი ტყუილად ვართ საპყრობილეში. მინდა, რომ ნომერ მერვე საპყრობილეში გადაიხედოს თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხონში სამჯერ-ოთხჯერ ნამყოფის, შიდსიანის, ყველას ერთად ყოფნა ხდება. მინდა, ეს გადაიხედოს. ჩემი თხოვნა იქნება, როგორც მოსამართლესთან, ჟურნალისტებთან, ეს პრობლემა მოგვარდეს.

ადამიანები ლპებიან, ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა, ფანჯრებიდან ფეხები აქვთ პატიმრებს გადმოყოფილი, ტევა აღარ არის“,- თქვა სურმანიძემ.ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ნინო წილოსანი 
"ღარიბაშვილმა რისკები გათვალა, მეტი სიბინძურის ამოყრა არავისთვის იქნებოდა სასურველი" - წილოსანი

"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმ...

პოლიტიკა 1768304955

ტიკარაძე-ღარიბაშვილი
"ივანიშვილმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

"ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი, ეკატერინე ტიკარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "პირველების" შეკითხვას პასუხობს.   ჯანდაცვის ყოფილი მინის...

პოლიტიკა 1768302869

ელისაშვილი
„პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მდიოდა, წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-თქო და რა ქენით?“ - ელისაშვილი მოსამართლეს

ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მზია გარშაულაშვილს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე უყვება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხომათა დარბაზში ამბობს, რომ ბორკილები ისე ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაშ...

პოლიტიკა 1768301481

ღარიბაშვილი
„ღარიბაშვილი მხნედაა. საზოგადოებისთვის გადასაცემად გზავნილი არ დაუბარებია“ – ადვოკატი

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა.   გიგუაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი ახლა ციხეში შესახლებ...

პოლიტიკა 1768299741

რეზა ფეჰლევი
"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობა ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადება" - შაჰის უფროსი ვაჟი

"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობის წევრები "ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადებიან" - ამის შესახებ ირანის შაჰის დინასტიის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევმა განაცხადა.   მისი...

მსოფლიო 1768299082

მერცი
„ირანის რეჟიმი, ფაქტობრივად, დასრულებულია“ - გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ირანში მიმდინარე მოვლენებზე მკვეთრი შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ინდოეთში ვიზიტისას ისაუბრა. „თუ...

მსოფლიო 1768298986