„ადამიანის პირად არჩევანში არ ვერევით“ - მეუფე ნიკოლოზი არჩევნებზე
პოლიტიკა • 1728900129

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი ყველა ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს და რაიმე მითითების მიცემა დაუშვებელია.
სინოდის გავლენიანი წევრის თქმით, სწორედ ეს არის თავისუფალი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი, რომ პიროვნებას გადაწყვეტილების მიღება თავად უნდა შეეძლოს.
არჩევანი ყველა ადამიანმა უნდა გააკეთოს თვითონ. ჩვენ არ ვერევით ადამიანის პირად არჩევანში, ვის აირჩევს, როგორ აირჩევს... მე მგონია, რომ აქ არ შეიძლება რაიმე მითითების მიცემა ადამიანებისთვის, იმიტომ, რომ თუ გვინდა, რომ ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს. მოქალაქეები უნდა იყვნენ პიროვნებები. პიროვნებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითო, რა უნდა გააკეთოს, - ამბობს ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელიც თვლის, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველმა არჩევენი საკუთარ სინდისზე დაყრდნობით უნდა გააკეთოს.
მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საზეიმო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად მცხეთაში პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი აღავლენს.
ცოტა ხნის წინ ადგილზე საქართველოს პრეზიდენტი მივიდა. ლიტურგიას "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან ერთად ესწრება პრემიერი კობახიძეც.

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593