„ადამიანმა არ უნდა იცოდეს ქალია, თუ კაცი“ - ზაზა შათირიშვილი „დიფ სთეითს“ გეგმებზე

პოლიტიკა 1778818020

შათირიშვილი

ვანიშვილის პირადი ფანტაზიორი, ზაზა შათირიშვილი სამთავრობო მედიების საშუალებით მორიგ წერილს ავრცელებს, რომლითაც სამთავრობო პროპაგანდისტული მედიებისთვის: გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული TV იმედისთვის ევროპარლამენტში მუშაობის 1 წლით აკრძალვასა და მოლდოვის მიერ TV იმედისთვის, რუსთავი 2-სა და POSTV-ისთვის აკრედიტაციის არ მიცემას ეხმაურება.

შათირიშვილი კვლავ საუბრობს დიფ სთეითზე და წერს, რომ "ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება "დიფ სთეითის" მიერ".

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია იმედს ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: იმედს, პოს ტვ-სა და რუსთავი 2-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

ნათელია, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა, მორიგი თავდასხმა იმ მედიასაშუალებებზე, რომლებიც "დიფ სთეითისა" და მისგან მართული ევრობიუროკრატიის დავალებებს არ ასრულებენ.

რეალურად, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება "დიფ სთეითის" მიერ!

ფაქტია, რომ "დიფ სთეითის" მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თავისუფალი მედია სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც ერთი მხრივ მასიურად ატყუებენ ამომრჩეველს, მეორე მხრივ კი თითქოსდა ხალხის მიერ არჩეულნი, რეალურად, არა საკუთარ სახელმწიფოებსა და მოსახლეობას, არამედ "დიფ სთეითის" ინტერესებს ემსახურებიან.

ფაქტია ისიც, რომ "დიფ სთეითს" შექმნილი აქვს მთლიანად ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებული პოლიტიკური მმართველობის მძლავრი სისტემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა დონეზე, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს და ერთადერთ მიზანს - "დიფ სთეითის" გეგმების სისრულეში მოყვანას ემსახურება. ამ საკითხზე ვრცლად და ამომწურავად უახლოეს მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი მედია, პროპაგანდის მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის აქტიური გამოყენებითაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალები ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს უქმნიან ილუზიას, თითქოს ისინი თავად ირჩევენ ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ისევე, როგორც ევროპულ ბიუროკრატიას სწორედ "დიფ სთეითი" ნიშნავს.

"დიფ სთეითის" გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს - ჩვენ ვხედავთ ხელოვნურ მიგრაციას, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს ევროპის მოსახლეობას; ასევე, ხელოვნურად თავსმოხვეულ ფსევდო-იდეოლოგიას, რომელიც, პირველ რიგში, იდენტობისა და ეროვნული იდეოლოგიის განადგურებაზე მუშაობს. "დიფ სთეითის" გეგმის თანახმად, არათუ ტრადიციული ფორმით - ერების არსებობაა დაუშვებელი, ადამიანმა არათუ საკუთარი ისტორია და იდენტობა, არამედ ისიც კი არ უნდა იცოდეს, ქალია, თუ კაცი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ლგბტ პროპაგანდაა, რომლის თანახმადაც ნორმალურია, თუკი კაცს უნდა, რომ ქალი გახდეს, ან პირიქით.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ქვეყნების სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მოშლა უნდა მოჰყვეს; ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფო, არც ეროვნება, ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია, თუ კაცი, რათა საზოგადოებებისგან მიიღონ მასა, რომელიც "დიფ სთეითს", უდიდესი კაპიტალის მქონე პატარა ჯგუფის მორჩილ სამუშაო ძალად ჩამოყალიბდება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რატომ არის "დიფ სთეითისა" და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს.

აშკარაა, რომ ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი მედიის და სიტყვის მთავარი დამცველი და გარანტი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს!" - წერს შათირიშვილი წერილში.

ცნობისთვის, 13 მაისს პროპაგანდისტული სამთავრობო მედიამ, TV იმედმა განაცხადა, რომ ტელეარხმა ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის მიხედვითაც, "იმედს" 1 წლის განმავლობაში ევროპის პარლამენტში საქმიანობა ეკრძალება. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება იმედის კვირაში გასულ რეპორტაჟის შემდეგ მიიღეს.

ამასთან ერთად, ტელეარხის ინფორმაციით, მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი უთხრა და "TV იმედირუსთავი 2 და POSTV ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიას", სადაც ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროც იქნება წარმოდგენილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058