აფგან მუხთარლიმ საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროსასამართლოში დავა მოუგო

პოლიტიკა 1725534492

ჟურნალისტი

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავა მოიგო.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩატარებით და უკანონო ტრანსპორტირებით აზერბაიჯანში; თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა მე-3 და მე-5 მუხლების „მატერიალური დარღვევა“ (არასათანადო მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით).

სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მიერ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პიროვნების უსაფრთხოების უფლება), რომლის მიხედვითაც დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარდგეს მოსამართლის, ან კანონით მინიჭებული სასამართლო უფლებამოსილების მქონე სხვა თანამდებობის პირის წინაშე; აზერბაიჯანს დაუდგინდა მე-8 მუხლის დარღვევაც, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას გულისხმობს.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მუხთარლის უნდა გადაუხადოს 12 500 ევრო, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ - 8 500 ევრო არამატერიალური ზიანის, იურიდიული ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად (სულ 21 000 ევრო).

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, 30 მაისს დააპატიმრეს. ის წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები. 2022 წელს, მუხთარლიმ საქართველოს პროკურატურას ჩვენება მისცა, სადაც აცხადებდა, რომ აზერბაიჯანმა მის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლებას $3 მლნ გადაუხადა.

მუხთარლი ამჟამად პოლიტიკური დევნილის სტატუსით, ევროპაში ცხოვრობს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკიტინი
„ბოდიში?! რისთვის, ხალხო, ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?! ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?! ტყვედ ჩავარდნილი ბიჭების წამებისთვის? - ბოდიში ბიჭებო, რომ დღეს საფლავებში მშვიდად ვერ განისვენებთ“ - აგვისტოს ომის გმირის, თამაზ ნიკიტინის ცოლი

„ბოდიში?! რისთვის ხალხო, ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?! ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?! ომის ვეტერანებს რა ვუთხრათ?! მადლობა უთხარით იმათ, რომ ცოცხლები გადარჩით თქო?! ტყვედ ჩავარდნილი ბიჭების წამე...

პოლიტიკა 1726402101

ბერა.jpg
„გილოცავ, ძმაო“ – ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს

ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს ქამრის მოპოვებას ულოცავს.   „გილოცავ ძმაო“, – წერს ბერა სოციალურ ქსელში.        მერაბ დვალიშვილმა შო...

სოცმედია 1726400912

ბესტაევა
"მე ვარ ეთნიკურად ოსი და ვთვლი, რომ ქართველებს არანაირი ბოდიში არ აქვთ მოსახდელი ოსების წინაშე" - შეფასებები ივანიშვილის განცხადებაზე

მე ვარ ეთნიკურად ოსი, თუმცა ვთვლი, რომ ქართველებს არანაირი ბოდიში არ აქვთ მოსახდელი ოსების წინაშე. პირიქით, ოსებმა კარგად უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე. კარგად გაიაზრონ...

პოლიტიკა 1726400750

სოფრომაძის ცოლი
„გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო... ბოდიში, შენ“ - აგვისტოს ომში დაღუპული შმაგი სოფრომაძის ცოლი, თეა ტაბატაძე

„ბოდიში შმაგი. ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის... ალბათ არ ღირდა... 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად თავშეწირული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძე... გული მტ...

პოლიტიკა 1726398773

ელისაშვილი
„მურვან ყრუს, ჯალალ ედ დინს, თემურ ლენგს და აბას შაჰს როდის მოუხდის ბოდიშებს, ბატონი ბიძინა?“ - ალეკო ელისაშვილი ივანიშვილს

ალეკო ელისაშვილი სოცქსელში წერს: მურვან ყრუს, ჯალალ ედ დინს, თემურ ლენგს და აბას შაჰს როდის მოუხდის ბოდიშებს ბატონი ბიძინა? ძაან ვაწვალეთ ეგენიც, რაც ძალი და ღონე იყო ვეომეთ და ვერ მოგვივიდა მაგათთან...

პოლიტიკა 1726398166

სააკაშვილი
„ივანიშვილმა უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა, ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა, ამ სირცხვილს ჩვენ კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხავთ“ - მიხეილ სააკაშვილი

ოლიგარქის მიერ გორში გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა, საქართველოს მესამე პრეზ...

პოლიტიკა 1726397937