აფხაზეთში ვიზიტის ღირებულება. გაცვალა თუ არა ლუკაშენკომ ეროვნული ინტერესები ზღვისპირა ნაკვეთზე - ბელარუსი ჟურნალისტების საგამოძიებო პროექტი

პოლიტიკა 1728912462

ლუკაშენკო

ბელარუს გამომძიებელ ჟურნალისტთა პროექტი "ბელარუსული საგამოძიებო ცენტრი" აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინტერესების შესახებ წერს.

ჟურნალისტური გამოძიება იკვლევდა, ვინ არის ოჩამჩირის რაიონში სოფელ კინდღში 20ჰექტარი მიწის მფლობელი და რა აკავშირებთ მათ ბელარუსის პრეზიდენტთან, რა იყო ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის ფასი და გაცვალა თუ არა ლუკაშენკომ ბელარუსის ეროვნული ინტერესები ზღვის პირას მდებარე ნაკვეთზე.

2022 წლის სექტემბერში ალექსანდრ ლუკაშენკო მოულოდნელად ეწვია ოკუპირებულ აფხაზეთს და შეხვდა ე.წ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას. მანამდე ლუკაშენკო არაერთხელ აცხადებდა, რომ აფხაზეთის აღიარება მინსკს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა და რუსული მხარე, მისი თქმით, მზად არ იყო შესაძლო შედეგების კომპენსაციისთვის. თუმცა, როგორც ბელარუსული საგამოძიებო ცენტრმა გაარკვია, მოიძებნა მიზეზი, რომლის მნიშვნელობაც ლუკაშენკოსთვის აჭარბებდა ქვეყნისთვის შესაძლო რისკებს. მიზეზი კორუფციის ნიშნებია.

ლუკაშენკოს მოგზაურობის მომდევნო დღეს, 2022 წლის 29 სექტემბერს, არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა წინადადება 20 ჰექტარი სანაპირო მიწის ნაკვეთის შპს "ჟემჩუჟინა 2010"-ისთვის გადაცემის შესახებ. ერთი თვის შემდეგ აფხაზურმა ტელევიზიამ გაავრცელა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო რომ ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში 15 მილიარდი რუბლის ღირებულების ინვესტიცია უნდა განხორციელდეს და სანატორიუმი და საკურორტო კომპლექსი უნდა აშენდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შპს "ჟემჩუჟინა 2010" რეგისტრირებულია აფხაზეთში და კომპანიის 90%-ს ბელარუსის მოქალაქე, 10%-ს კი "აფხაზეთის მოქალაქე" ფლობს. ბელარუსი გამომძიებელი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ 15 მილიარდი რუსული რუბლი (თითქმის 260 მილიონი დოლარი 2022 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით) მეტია მთელი აფხაზეთის წლიურ ბიუჯეტზე.

როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს შპს "ჟემჩუჟინა 2010"-ს 2 მფლობელი ჰყავს. ბელარუსული კომპანია  "ტერმალია"  და აფხაზეთის მოქალაქე დათო  კვიცინია.

"ტერმალია" მინსკში 2022 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა - ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტამდე ორი თვით ადრე. მისი დირექტორი და ერთადერთი მფლობელი აღმოჩნდა ალექსანდრე რომანოვსკი, ალექსანდრე ლუკაშენკოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი. ერთ-ერთ წინა გამოძიებაში, ბელარუსმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ რომანოვსკი იყო შპს Globalcastom-ის თანამფლობელი. ეს კომპანია ასოცირდება ვიქტორ შეიმანთან, უახლოეს თანამოაზრესთან და ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელთან.

რაც შეეხება კვიცინია დათოს, როგორც ჟურნალისტები წერენ მასზე წილი ფორმალურად იყო გაფორმებული და მას გენერალური მინდობილობა ჰქონდა მიცემული აფხაზეთის ომის მონაწილე ზორიკ ჭყონიაზე, რომელიც ბჟანიას არაფორმალური საკონსულტაციო საბჭოშიც შედის. არსებობს სხვა ფაქტებიც, რომელიც მისი და ბჟანიას ახლობლობას ადასტურებს.

ჭყონიას ოჯახი ფლობს უმთავრეს აქტივს ამ ტერიტორიაზე - თერმული წყლებს რომლებითაც ცნობილია კინდღი. საკურორტო კომპლექსი ამ წყაროებით დააარსა ზორიკის ძმამ ნუგზარ ჭყონიამ. ნუგზარმა ჭყონიამ აფხაზეთი 1992-1993 წლების ომამდე დატოვა, მაგრამ რეგულარულად სტუმრობს რეგიონს. მედია მას კრიმინალური ავტორიტეტის, მეტსახელად "პოლტავას" ნდობით აღჭურვილ პირს უწოდებს, რომელიც, სავარაუდოდ, ოდესის ე.წ "ობშიაკს"  2017 წლის სექტემბრამდე აკონტროლებდა. ოდესაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა დათო კვიცინია, რომელიც სავარაუდოდ ძმები ჭყონიების  დისშვილია.

სწორედ ვიქტორ შეიმანი და მისი ხალხი მართავს რეალურად  ჟემჩუჟინას 2010 და არა ჭყონიას კლანი ან თავად ალექსანდრე რომანოვსკი. აფხაზეთის ე.წ რეჟიმი კომპანიის მმართველ პარტნიორად ვიქტორ შეიმანის კაცს,  ლუკაშენკოს ადმინისტრაციაში მის ყოფილ მოადგილეს ნიკოლაი სელივანოვს მოიხსენიებს.

2022 წლის ოქტომბერში ტერიტორიის გამოყოფის შესახებ დისკუსიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ  პარლამენტის დეპუტატებმა კომპანია გააფრთხილეს, რომ თუ მშენებლობა სამი წლის განმავლობაში არ დაიწყება, შესაძლოა მიწა ინვესტორს ჩამოართვან. თუმცა, ტერიტორიის "ჟემჩუჟინა 2010"-ისთვის გადაცემიდან ორი წლის შემდეგ, საკურორტო კომპლექსის მშენებლობა არ დაწყებულა. 2024 წლის აგვისტოს ბოლოს გადაღებული სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ტერიტორია განუვითარებელია. თუმცა როგორც ადგილობრივი კომპანიები აცხადებენ, პროექტი შეიძლება ჩაითვალოს დაწყებულად, მაშინაც კი, თუ ადგილზე აქტივობა ნომინალურია, მაგალითად, გაკეთდა ღობე.

რას აპირებენ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით შეიმანი და მისი ხალხი უცნობია, თუმცა იმას, რომ ისინი არ აპირებენ მიწის დაბრუნებას აფხაზეთის ხელისუფლებისთვის, ირიბად მიუთითებს მიწის გადასახადის რეგულარული გადახდა.

ბელარუსი ჟურნალისტები სოფელ კინდღში მიწის ღირებულებაზეც წერენ. მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ზღვიდან ას მეტრში 1 ჰექტარი მიწა 31 მილიონ რუსულ რუბლად (დაახლოებით 320 ათას დოლარად) იყიდება. ამ მონაცემებით თანახმად  20 ჰექტარი ფართობი კი დაახლოებით 6,4 მილიონი დოლარი დაჯდება. "ჟემჩუჟინა 2010" მდებარეობს უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროზე და, სავარაუდოდ, მისი ფასი კიდევ უფრო მაღალია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლოლიკაშვილი
„თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება... ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს“ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“    „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...

პოლიტიკა 1747240625

კახაძე
„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად“ - ივანიშვილის ლადო კახაძე MEGOBARI ACT-ის საპასუხო განცხადებაზე

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...

პოლიტიკა 1747239625

ლავროვი
ლავროვი სტამბოლის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747239517

ოქრუაშვილი
„ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს“

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.

სოცმედია 1747238593

სპეცრაზმი დევნა
„პოლიციელები მეუბნებოდნენ, რომ სადაც მიმიყვანდნენ, იქ გამაშიშვლებენ, გამაუპატიურებენ, მაშხალებს შიშველ სხეულზე მომადებდნენ და მაგით გამაუპატიურებდნენ“ - 32 წლის კაცი 2 დეკემბერის დაკავებაზე

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, 32 წლის კაცი 2 დეკემბერს პოლიციის მხრიდან გაუპატიურების მუქარას იხსენებს:"პოლიციის მანქანაში პოლიციელების მხრიდან იყო ძალიან ძლიერი...

პოლიტიკა 1747238076

კობახიძე ტრამპ
ტრამპის გუნდის პირველი პასუხი კობახიძის წერილზე

პირველი პასუხი კობახიძის წერილზე ტრამპის გუნდიდან - ჯო უილსონი შტატების პირველი პირისთვის ოლიგარქის პრემიერის გაგზავნილ წერილს უხამსობად აფასებს.   რესპუბლიკელი კონგრესმენი "ოცნებას" ივანიშვილის კრიმი...

პოლიტიკა 1747237644