აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრების პასუხი ივანიშვილს - "მკვლელებს ბოდიშს არასდროს მოვუხდით"

პოლიტიკა 1726395202

აგვიოსტოს ომი

გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს ქართველები ბოდიშს არასდროს მოუხდიან - ასე პასუხობს საქართველოს ეროვნული გმირის, ოსების და რუსი ოკუპანტების მიერ ნაწამები ანწუხელიძის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

ოლიგარქის განცხადებას "სულში ჩაფურთხებას" უწოდებს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გუნტურის ძმაც.

ჩემი ძმა იყო ასული ეკლესიაში სანთლის დასანთებად და რომ უნდა წამოსულიყო, ჩასაფრება მოუწყეს და ჩაცხრილეს თავის საკუთარ მანქანაში. მე მეგონა, რომ რუსეთი მოგვიხდიდა ბოდიშს და პირიქიტ, ბიძნა ივანიშვილი გვთხოვს, რომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოსებს და რუსებს. მე შემრცხვა, პოლიციელებმა რომ არაფერი უთხრეს. 2008 წელს იბრძდნენ ეს პოლიციელები, ათასობით პოლიციელი იდგა, აქედან თიტქმის ყველა იბრძოდა და ხმა ვერ ამოიღეს, - ამბობს გივი გუნტური. 
"პირველებმა" ომის ვეტერანებიც ჩაწერა, რომლებიც ამბობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება პრიდაპირ რუსეთის მიერ დასმული ხელისუფლებაა, რომელიც პუტინის დაკვეთებს ასრულებს. მათი თქმით, ისინი მტერს ბოდიშს არასდროს მოუხდიან.

 

არც ქართველებმა და არც ოსებმა არ დაიწყეს ეს ომი. ეს ომი დაიწყეს რუსებმა. მე შეურაცხყოფად მიმაჩნია, რომ ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბოდიში მოუხადეთ ოსებსო.ჩვენ მოსახდელი არაფერი გვაქვს. ეს ყველაფერი გამოიწვია რუსეთის მხარემ. ცხინვალში ანწუხელიძე მოგვიკლეს და აქეთ ბოდიში მოვუხადოთ ოსებს. ეს სირცხვილია, - ამბობს გოცა ბზიშვილი.ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.     

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მემორანდუმი - ცესკო
ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები...

საზოგადოება 1728481098

გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...

საზოგადოება 1728469283

მიხეილ სააკაშვილი
„ჩემს ადვოკატს აუკრძალეს დოკუმენტების შემოტანა, თუ წინასწარ არ გაივლის მათ ცენზურას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან.   "გუშინ ევროპარ...

პოლიტიკა 1728467766

სასამართლოო საკონს
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.   მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...

პოლიტიკა 1728465140

პოლიტიკა
„ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს“ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...

პოლიტიკა 1728464809

ისრაელია
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...

პოლიტიკა 1728464459