"ახალგაზრდების საპატიმროში დატოვება მოსალოდნელი იყო - ივანიშვილს ისინი მძევლად ჰყავს აყვანილი და ვაჭრობს" - გიორგი გახარია

პოლიტიკა 1736570949

გიორგი გახარია

„ახალგაზრდების საპატიმროში დატოვება მოსალოდნელი იყო, რადგან პერსონალურად ივანიშვილის ისინი მძევლად ჰყავს აყვანილი" - ამის შესახებ განცხადება "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

 

ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ ევროპული მომავლის მცველების უკანონოდ დაკავებითა და მათი გისოსებს მიღმა გამოკეტვით ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს.

 

"(ივანიშვილი) ფიქრობს, რაც უფრო დაამძიმებს ამ საკითხს, უფრო მეტ სარგებელს მიიღებს" - აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და იქვე ამატებს, რომ მიმდინარე პროცესებმა კარგად გამოააშკარავა, სად დგას სიკეთე, სად ბოროტება.

 

დღევანდელ დღეს რაც შეეხება და უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების საპატიმროში დატოვების საკითხს, ეს მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ, რადგან რეჟიმს და პერსონალურად ივანიშვილს ეს ადამიანები მძევლად ჰყავს აყვანილი და ისინი ჯერ კიდევ სჭირდება "გლობალური ომის პარტიასთან" სავაჭროდ. ეს ადამიანები უბრალოდ სჭირდება და რაც უფრო დაამძიმებს ამ საკითხს, ფიქრობს, რომ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. საოცრად აღფრთოვანებული დავრჩი იმ პოზიტიური სულისკვეთებით, რომელიც ამ პროცესში გამოჩნდა. ძალიან კარგად გამოჩნდა, სად არის თეთრი, სად შავი, სად სიკეთე, სად ბოროტება. ადამიანები, რომლებიც გამოკეტილი იყვნენ, პოზიტიური სულისკვეთებით იყვნენ სავსე", - ამბობს გიორგი გახარია. 
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.

 

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკშვილი
„საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მურუსიძე, ეს გვარი გაგონილი არ მქონდა“ - მიხეილ სააკაშვილი

„ხშირად იძახიან: „მურუსიძეები და რაღაც სააკაშვილის დროსაც იყო“. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მაშინ მურუსიძე. ეს გვარი გაგონილი არ მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვი...

პოლიტიკა 1737177638

დაუმორჩილებლობა ნიღბები
„დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას“ - დღეს, 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში, დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება

 გამოქვეყნდა: დღეს, 00:54     "დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას!" - 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება მოქალაქეები ფილარმონიასთან 20:30 საათზე შე...

პოლიტიკა 1737177278

გიორგი ფოფხაძე ლევან იოსელიან
„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდი შენ “კაი კაცობებს” სადაც კი ხმა მიმიწვდება…“ – გიორგი ფოფხაძე ლევან იოსელიანს

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ლევან იოსელიანს მიმართავს: ,, სახალხო დამცველი კი არა, სახალხო @@@ ხარ შენ და წადი ახლა და მიჩივლე “დამწვარ სუდში”. ყველა საერთშორისო ინსტანციაში დაგხვდები და ყველა საერთაშორ...

სოცმედია 1737176833

სალომე აშშ
ფოტო - დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით პრეზიდენტი ზურაბიშვილი რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო შეხვედრაზე იმყოფებოდა

სალომე ზურაბიშვილი ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა.დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით ზურაბი...

პოლიტიკა 1737176645

სანიკიძე ზარქუა
ვიქტორ სანიკიძის შპს-ს სახელმწიფო ქონება, 50 წლით, სრულიად უსასყიდლოდ გადაუფორმეს – ,,ფლანგვის დეტექტორი”

,სანიკიძის გადეპუტატებიდან 5 თვეში, შპს ,,ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას” სახელმწიფო ქონება 50 წლით, სრულიად უსასყიდლოდ გადაუფორმეს” – წერს ,,ფლანგვის დეტექტორი”: ,, 2020 წელს პარლამენტარმა სპ...

პოლიტიკა 1737176448

ივანიშვილი
დიდ ბრიტანეთში ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას 18 დეპუტატი უერთდება

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას უკვე 18 ბრიტანელი დეპუტატი აწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირიმ...

პოლიტიკა 1737176313