„ამ ლაჩარ, მხდალ კაცს არაფერი გამოუვიდა“ - გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ

პოლიტიკა 1748097331

გეგელიას თავს დაესხნენ

ძლიერი საქართველოს" წევრს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ - ინფორმაციას "მთავარს" პარტიის პრესსამსახურში უდასტურებენ:

"მშობლების სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმა. ვიდეოს უღებდნენ და პროვოცირებას სიტყვიერი შეურაცხყოფით ცდილობდნენ, შემდეგ მანქანა გააჩერა და თავს ფიზიკურად დაესხა. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა, გრიგოლმა წინააღმდეგობა გაუწია და ამის მერე თავდამსხმელი გაიქცა. მსუბუქი დაზიანებები აქვს თავის არეში, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. სასწრაფო და პოლიცია ახლაც ადგილზეა" - ამბობს "მთავართან" საუბარში პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი

მოგვიანებით, თავდასხმის დეტალები თავად გეგელიამ გაიხსენა:

 

"...ამ ლაჩარ, მხდალ კაცს არაფერი გამოუვიდა. პოლიციას გადავეცი მანქანის ნომერი და ამ საქმეს ბოლომდე მივყვები. ის უნდა დაისაჯოს იმისთვის, რაც გააკეთა. ეს თავდასხმა არაფერი არ არის. თავის არეში რამდენჯერმე დამარტყა, მაგრამ არაფერი არ არის, არაფერი გამოუვიდა და არაფერი არ გამოუვა. ჩვენ არ ვართ კობახიძეები, ჩამალულები 25-კაციან დაცვაში, საკუთარი ჩრდილის რომ ეშინიათ. ვერანაირი მუშტი ვერ შეგვაშინებს. სასაცილოდაც არ მყოფნის "ქართული ოცნება", მისი ტიტუშკები და მისი გონება არეული მომხრეები. ვუთვლი აქედან.

...წამოვედი ამ გზით, გადმოვედი კიბით, მოვუყვებოდი აღმართს. ამ დროს ხსენებული პირი დამეწია მანქანით, ნელი სვლით, მას უკვე ჰქონდა გამზადებული მობილური ტელეფონი, რომელიც იწერდა ვიდეოს. შესაბამისად, ლოგიკურად ჩანს, რომ მას უკვე ვყავდი იდენტიფიცირებული და მიზანში ამოღებული. ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრა. მან მკითხა, ხომ ვარ პოლიტიკოსი, კი ბატონო, გისმენ-მეთქი... ამ დროს გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, შეფურთხებაზე. ერთი ადამიანი იმყოფებოდა. წინ ერთი იჯდა, უკან დაბურული იყო. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ერთზე მეტი იყო. შემდეგ სცადა ყველაფერი, რომ ესკალაცია მომხდარიყო - სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეფურთხება. ის აპელირებდა იმაზე, რომ მიშა სააკაშვილს მომხრეებს ოჯახშიც კი ლანძღავს. რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს მისი საქმეა და ყველაზე დიდი მომხრე სააკაშვილს "ოცნებაში" უზის", - ამბობს გრიგოლ გეგელია TV პირველთან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხატია დეკანოიძე
პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ნიშნავს, რომ მკვლელებიც და შემკვეთებიც იცოდნენ და ჩუმად იყვნენ“ - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...

სოცმედია 1771314890

ირაკლი კირცხალია
„ვხედავთ რა დღეში არიან EU-ს წევრი ქვეყნები და როგორ იღვიძებს საზოგადოება“ - კირცხალია

ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...

პოლიტიკა 1771314236

ნიკო კვარაცხელია
„არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით“ - ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

სოცმედია 1771312977

ბუსა ჟვანია
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ შეუკვეთა - პროკურატურამ ძებნა გამოცხადა

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...

კრიმინალი 1771312899

ნიკო კვარაცხელია
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამაზე, ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება - საქმე გახსნილია

ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება | პროკურატურის განცხადებით, საქმე გახსნილია: "ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობი...

კრიმინალი 1771312340

ივანიშვილი ბრიტანეთი
"ოცნების" ჩინოვნიკების სანქცირება - ბრიტანეთის საგარეო კონსერვატორ დეპუტატს პასუხობს

"შეაფასა თუ არა უწყებამ იმ მტკიცებულებების ეფექტიანობა, რომლებიც აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას გამოიყენა" - ამ კითხვით მიმართა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის კონსერვატ...

პოლიტიკა 1771311622