„ამ წერილის და თორნიკე რიჟვაძის კავშირი არის დადასტურებული" - მათიკაშვილი
პოლიტიკა • 1751981375
"დღემდე არსებული ინფორმაციით და არანაირი უფლება არა გვაქვს, რომ ამ ინფორმაციის სიმართლეში რაიმე ფორმით ეჭვი შევიტანოთ, წერილი ნაპოვნია იქ, სადაც თორნიკე რიჟვაძე უგონოდ იპოვეს - დღემდე ამ წერილის და თორნიკე რიჟვაძის კავშირი არის დადასტურებული" | თქვა მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან გუშინ, სამთავრობო მედიამ გაავრცელა წერილი, რომელზეც თქვა, რომ ის აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. წერილში, სავარაუდოდ, რიჟვაძე, ივანიშვილსა და კობახიძეს მისი ოჯახის დაცვას სთხოვს და წერს, რომ მას კორუფციას და "ბარიგების" მფარველობას აბრალებდნენ. ასევე, წერილში ნათქვამია, რომ მისი ყველა თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველანი "მისი დავალებით მოქმედებდნენ". ასევე, სავარაუდოდ, რიჟვაძე, მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსი ახვლედიანზე აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 7 ივლისს, გამთენიას, საგარეჯოში, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. ინციდენტის დროს ის მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ახვლედიანი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს. რიჟვაძე თავდაპირველად საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში, მოგვიანებით კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მას ერთი ჭრილობა აქვს და ფილტვი აქვს დაზიანებული. მისი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - თბილისის, აჭარის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკა...
კრიმინალი • 1776407392
20 აპრილს მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება - მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ | ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლ...
განათლება • 1776407088
ლალი მოროშკინა: ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?მწერთ რას ვფიქრობ ცალკე მაკა ბოჭორიშვილზე და ცალკე ზახაროვას პასუხზე?ვფიქრობ, ის მომენტია,როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ.მესმის,რომ მინისტრის განცხადებები იმ...
სოცმედია • 1776405969
"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...
საზოგადოება • 1776401796
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...
პოლიტიკა • 1776399699
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...
პოლიტიკა • 1776398675












