"ამაღამ მე და ზურაბ ჯაფარიძე მივფრინავთ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე, გვექნება ჩვენი წინადადებები და სია, ვინც უნდა დასანქცირდეს" - ნიკა გვარამია
პოლიტიკა • 1739197478
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე მიემგზავრება. მისივე თქმით, დასავლელ კოლეგებს წარუდგნენ წინადადებებს და იმ პირების სიას, ვინც უნდა დასანქცირდნენ:
"პირველ რიგში უნდა გავცეთ პასუხი შეკითხვას როგორ მივდივართ არჩევნებამდე, როგორი უნდა იყოს არჩევნები და ა.შ. ეს პასუხები სჭირდება მოსახლეობასაც. გამხნევებაც, მაგრამ ასევე გზის დანახებაც. მიხარია, რომ ყველა კოალიცია ვიყავით აქ, სხვა პოლიტიკური პარტიაც და იყო პრეზიდენტი რაც მთავარია, კარგია, რომ ასეთი ფორმატი აღდგა. მსჯელობის ფორმატი არის მნიშვნელოვანი, ოღონდ სწრაფი და ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის სადღეგრძელოების თქმით.მე ამაღამ მივფრინავ სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე, სხვა კოალიციებიდანაც იმედი მაქვს ვიხილავ. მე და ზურა ჯაფარიძე მივდივართ "კოალიცია ცვლილებიდან" ბუნებრივია, ჩვენ გვექნებაა ჩვენი წინადადებები, ჩვენი სიაც, მათ შორის, იმ ადამიანების ვინც უნდა დასანქცირდეს, ვინც არიან მოძალადეები, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, ასევე ცრუ მოწმეები, რომლებიც იტყუებიან პროცესებზე და ადამიანებს ციხეში უშვებენ. " განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












