„ამერიკელი სამხედროების 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა“ - საელჩო

პოლიტიკა 1718012893

ივანიშვილი აშშ საელჩო

ამერიკელი სამხედროების 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა - ამ ინფორმაციას "ნეტგაზეთს" ამერიკის საელჩო საქართველოში უდასტურებს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ნეტგაზეთის“ კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ აშშ-ის მონაწილეობა 26 მაისს მთავრობის ღონისძიებაში გაუქმდა მმართველი პარტიის მიერ ამერიკის შესახებ იმ ცრუ ნარატივების გავრცელების ფონზე, რომელიც 29 აპრილს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა:

„შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და სურს, რომ საქართველო მტკიცედ იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ამ გზას,“ - აცხადებენ საელჩოში.
ცნობა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სამხედრო კომპონენტში აშშ-ის მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლისას გაჟღერებული განცხადებების გამო გაუქმდა, თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

29 აპრილს მმართველმა პარტიამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფონზე შეკრება გამართა. ღონისძიებაზე დასასწრებად „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეები, ძირითადად საჯარო მოხელეები, რეგიონებიდანაც ჩამოიყვანა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს ზემდგომი პირები ავალებდნენ აქციაში მონაწილეობას.

ხელისუფლების ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, რომლის გამოსვლაც ანტიდასავლური გზავნილებით იყო გაჯერებული.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“  დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და ა.შ.

“ოცნების” კონსპირაციაა, რომ თითქოს არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც მის ჩართვას ცდილობს ომში.

ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი თქმით, გარედან ემუქრება — დასავლეთზე მინიშნებით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ფოიერვერკი
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა

ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა 

პოლიტიკა 1739215853

ლევან გოგიჩაიშვილი დაკავება
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები

ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები  

პოლიტიკა 1739215484

დათა თავაძე
„ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...

პოლიტიკა 1739214828

აქცია
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს

მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...

პოლიტიკა 1739214754

ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888