ამერიკის და პოლონეთის პირველი ლედი უკრაინაშია - სად არის საქართველოს პირველი ლედი? უკრძალავენ თუ არა თამაზაშვილს საჯარო აქტივობას?
პოლიტიკა • 1652550780 2888

სად არის საქართველოს პირველი ლედი - ჩნდება ეჭვი, რომ ღარიბაშვილი მის მეუღლეს საჯარო აქტივობას უკრძალავს.
2014 წელს ნუნუკა თამაზაშვილს პირველი ლედის სტატუსი თავად ბიძინა ივანიშვილმა მიანიჭა - ახლა კი ოლიგარქს, მისივე პოლიტიკური მემკვიდრეები არ ეთანხმებიან.
ვინ არის მათთვის პირველი ლედი -"შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ეკო მაღრაძემ ეს კითხვა ქართველ კანონონმდებლებს დაუსვა, შეკითხვამ კი, რომელიც კანონმდებლობიდან გამომდინარე დავხვით, ქართული ოცნების დეპუტატები ამ კითხვამ უკიდურესად დააბნია.
კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილია, რაც იმას ნიშნავს რომ პირველი ლედი მისი ცოლი - ნუნუკა თამაზაშვილია.
პირველი ლედი ნუნუკა თამაზაშვილი საზოგადოების წინაშე არასდროს ჩნდება. არავის ახსოვს მისი აქტიურობა საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითებზე. როდესაც მთელი მსოფლიოს ქალები პოლიიკაში მშვიდობისთვის დაობლებული უკრაინელი ბავშვების და ომს გამომვლილი მომავალი თაობისთვის იბრძვიან, "შაბათის ეთერი" დაინტერესდა, გამოხატა თუ არა რაიმე ფორმით სოლიდარობა, ნუნუკა თამაზაშვილმა უკრაინელი ხალხის მიმართ, თუმცა პრემიერის ცოლმა "ტვ პირველის" არცერთ კითხვას არ უპასუხა.

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სარაკეტო კომპლექს Patriot-ების გადაცემის საკითხს განიხილავს. რაკეტების გადაცემა ვაშინგტონის ახალი, 40 მილიარდიანი დახმარების ფარგლებში მოხდება. MI...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653077345

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "Азовсталь"-ს სრულად აკონტროლებს და კომბინატის ტერიტორიიდან ყველა უკრაინელი მებრძოლი გაყვანილია. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამის შესახებ შოიგუმ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653075858

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა. როგორც ვალერიან მჭედლიძე ამბობს, გადაწყვეტილება გუნდში ერთობლივად მიიღეს. "მე ვრჩები გუნდში და მივდივარ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრ...
პოლიტიკა • 1653072917

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს, მაგრამ მისივე თქმით, მონუსხულია მისი შიშით. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ფული მართლა მოპარეს და ეს აგიჟებს. ამის შესახე...
პოლიტიკა • 1653072784

ჯანმო იწვევს ექსპერტთა ჯგუფს, ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით წერს. "დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ ს...
საზოგადოება • 1653072258

ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ. – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ...
პოლიტიკა • 1653072115