„ამის გამო ჩვენ კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“ – მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1719280045

მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„რაც უნდა კრიტიკული იყოს დღეს ვინმე, თან იმის გამო, რომ საქართველომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ისევე როგორც კანადამ ბოლო დღეებში, ისევე როგორც საფრანგეთმა რამდენიმე კვირით ადრე, ამის გამო ვერავინ უნდა იფიქროს ვინმეს დასჯა. რომელიმე თქვენგან გახსენდებათ კანადაში აქციები „არა რუსულ კანონს“ და ვერ გახდება კანადა რუსეთის უკანა ეზოო? ასეთ რამ გახსენდებათ? რატომ არ გააშუქეთ არცერთმა არხმა, ან საფრანგეთში ასეთი აქციები რატომ არ გააშუქეთ? იმიტომ, რომ არ ყოფილა. არავის მოფიქრებია აზრად, გაცილებით მკაცრი, ანალოგიური სფეროს რეგულირების კანონი რუსულად მოენათლა. საქართველოში გახდა მარტო ეს „რუსული“ და საქართველოში სცადეს რუსულად მონათვლა. რაც კი საქართველოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს შეეხება ამ ბოლო დროს, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ამით უნდათ, რომ ჩახსნან საქართველოში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომ დააკომპლექსონ ხელისუფლება, დააკომპლექსონ მისი ამომრჩეველი, არა მხოლოდ ხელისუფლება, რომ თუ შენ გაბედავ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებ, ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას მათი ტელევიზიები, მათი პოლიტიკოსები, მათი წარმომადგენლები, აქტივისტები დაუძახებენ რუსულს და ამ კომპლექსით გავლენ ფონს. ასე არ არის. ის, რაც მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია, მუშაობს აშშ-ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული და გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს. ამის გამო ჩვენ კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე იაკობი
„არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია. ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“ – მეუფე იაკობი

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას...

საზოგადოება 1745762220

აქცია ივანიშვილის სასახლესთან
ვიდეო: აქცია ივანიშვილის სასახლესთან - "ლეიბორისტებმა" ოლიგარქს რეპრესიების შეწყვეტა მოსთხოვეს

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრე...

პოლიტიკა 1745757774

ავარია
ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე | დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე. გავრცელებულ ვიდეომასალაში ორი მანქანის შეჯახება ჩანს, რომლის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6...

შემთხვევა 1745757611

რუსეთის რკინიგზის ყოფილი სანქცირებული ხელმძღვანელი
რუსეთის რკინიგზის ყოფილი სანქცირებული ხელმძღვანელი ვლადიმირ იაკუნინი საქართველოშია

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კი...

პოლიტიკა 1745757536

მუხიანში კაცი
მუხიანში კაცს თავის არეში დაზიანებები მიაყენეს

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...

შემთხვევა 1745756648

კახიშვილია
ვიდეო: „დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს, რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო“

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!!  ქეშით...

პოლიტიკა 1745756358