„ანდრია ჯაღმაიძემ დამიჯიკავა, ხელით მომაწვა“ - არქიმანდრიტი ილია
პოლიტიკა • 1762338996
საპატრიარქოდან გამოსული არქიმანდრიტი ილია თოლორაია სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ მას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ მხარი ჰკრა. სასულიერო პირის განცხადებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) და მეუფე თეოდორესთან საუბარს ასრულებდა.
როგორც არქიმანდრიტი ილია თოლორაია ჰყვება, როცა მამა ანდრია ჯაღმაიძის ქცევა გააპროტესტა, მაღალმა იერარქებმა უთხრეს, რომ მისთვის ხელი არავის უხლია.
სასულირო პირმა ჟურნალისტებთან საუბარი საპატრიარქოში გამართული აუდიენციის დეტალებზე სუბრით დაიწყო.
მისი თქმით, მაღალი იერარქები მსიგან გაკეთებული განცხადებების გამო "მონანიებას" ითოვდნენ. არქიმანდრიტის თქმით, მას "ზომების მიღებით" დაემუქრნენ, რის შემდეგაც პატრიარქთან შეხვედრა მოიითხოვა.
მე შევედი საპატრიარქოში, ოთახში იყო მეუფე შიო, მეუფე თეოდორე, მამა მიქაელ ბოტკოველი. მეუფე შიომ მითხრა, რომ განცხადებებით ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებ, პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებო და ეს უნდა მოინანიოო. თავიდან საუბარსაც თითქმის არ მაცლიდნენ. ანუ ჩემგან ითხოვდნენ ერთ სიტყვას - "მოინანიე და გადი". მე ასე არ გავჩერდი, ვუთხარი - მათქმევინეთ სიტყვა-თქო და ვთქვი ის რაც ვთქვი -"ეგზარქოსი". მანამდე მამა დოროთემ თქვა, რომ "თქვენ ხართ რუსეთისგან მოგზავნილი", ამიტომ, მე რაც ვთქვი, იმას ავხსნი-თქო - მე თქვენგან სიტყვა არ გამიგია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მტერი, გინტურზე, ანწუხელიძეზე, ახალგარზდები გარეთ დასისხლიანებულები რომ არიან, ერთი სიტყვა არ გამიგია ამათ დასაცავდ-თქო, ერთო სიტყვა არ გამიგია მთელ ამ მოვლენებზე-თქო, მერე მეუფემ თქვა, მე მაქვს სიტყვა ოკუპანტი ნათქვამიო, არვიცი სად აქვს ნათქვამი, ვუთხარი, ბოლო დროს თქვენ არსად გითქვამთ ეს სიტყვა-თქო.
მამა დოროთეზე მითრეს, სინანული უნდა განმოხატოსო. მე ვუთხარი, რომ მამა დოროთე არ არის დამნაშავე, არის მართალი და ვუთხარი, აგერ დგას მამა დოროთე, რომ ამბობთ არ მოვიდაო. მოვიდა მამა დოროთე, ითხოვს შემოსვლას და ჩემი მოძღვარია და მეც ვითხოვ მის შემოსვლას-თქო. ამ კითხვაზე პასუხი აიცილა, ორჯერ-სამჯერ ვკითხე, ანუ მეუფე არ მიკონკრეტებს, რომ იცოდა, რომ მამა დოროთე გარეთ იდგა. ჩემთვის უკვე გასაგები იყო , რომ ეს პასუხი პასუხი იყო. მოკლედ ასეთი რამ იყო - "მოინანიე ან ჩვენ ზომებს მივიღებთ". მე ვუთხარი, ჩემს გარეშე პატრიარქთან არ შეხვიდეთ, ჩემ პატრიარქთან უნდა შევიდე, ჩემს გარეშე ნუ გადაწყვეტთთ, მე ვითხოვ პატრიარქთან შეხვედრასთქო. ხომ ასევე რომ შევედი ვიკითხე, ტელეფონით ჩაწერათუ არის, მეც ჩავწერ-თქო, მითხრეს არაო და არც მე ჩამიწერია. ამ დროს როცა ვსაუბრობთ, შემოდის მამა ანდრია უკნიდან კარიდა და ასეთი ტონით მეუბნება, გადი გარეთო, ანუ ფაქტოურად მე გამომაგდეს. არ მასაუბრეს ბოლომდე, გამომაგდეს და გამოსვლის დროს მომყვება მამა ანდრია და მიჯიკავებს, მაწვებე ხელით. მე ვუთხარი, მეთქი, ხელს რატომნ მირტყამ, ხელს რატომ რას მიჯიკავებ? უცებ შეცბა, მე ხელით არ გიჯიკავებ, თან სიეთი ტონით მესაუბრება, ალბათ უშიშროებაში ისწავლა ეს ტონი. მე არაფერი მიქნია, ვუთხარი, ხესლ რატომ მკრავ მეთქი? მე ხელი არ მიკრია, ასე თქვა. იქ მივუტრიალდი სხვებს, ვუთხარი, დაინახეთთქო, ისინი დაბრმავდნენ რა თქმა უნდა, არ დაგვინახავსო. ასე რომ სინანულს არ ვითხოვ. მე ერთ რამეს გეტყვი ისე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი, ეს არის ჩემი პასუხი მეუფე შიო, არ მოვინანიებ არასდროს", ამბობს არქიმანდრიტი ილია.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










