„ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის“ - ჰერჩინსკი

პოლიტიკა 1762269562

„ბორელმა საქართველოში EU-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა

ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ევროკომისიის ანგარიშის გასაჯაროების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ პირდაპირ თქვა, რომ საქართველო ევროკავშირისგან დღეს უფრო შორსაა, ვიდრე ეს 2023 წელს იყო.

 

დიპლომატმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობას და ყველა ის პუნქტი ჩამოთვალა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას უთხრის ძირს.

 

ამასთან, პაველ ერჩინსკიმ თქვა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მოქმედების კურსი შეცვალოს და დაუბრუნდეს იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

გაფართოება, ტრანსფორმაციული პროცესია, რომელიც მიღწევებზეა დაფუძნებული და ანგარიში, რომელიც ყოველ წელს ქვეყნდება, ეს არის შესაძლებლობა, შევაფასოთ თუ რას მიაღწია საქართველომ და რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის გზაზე. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარები საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება იმ პირობით, რომ ხელისუფლება გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს.

ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში, წლევანდელი ანგარიშის წარმოდგენა ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის.

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან იმაზე ბევრად უფრო შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში უკუსვლის დონე აბსოლუტურად  უპრეცედენტოა და ამას ჩემად არ ვამბობ, ვციტირებ სწორედ იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ჩემამდე ილაპარაკეს - კაია კალასმა და მარტა კოსმა. ბოლო 12 თვის განმავლობაში სერიოზული უკუსვლა იყო გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან კომისიის რეკომენდაციებში.

 

ჩვენ ვიხიხლეთ კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევის და ფუნდამენტური უფლებების შეზღდვები. ინსტიტუტები პარტიული მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რაც სასამართლოს მიტაცების რისკებს ქმნის. სისტემურმა რეპრესიულმა ქმედებებმა სამოქალაქო სივრცეს და მედიის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენეს. სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადაჭარბება სრული დაუსჯელობის პირობებში მიმდინარეობდა. ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები პერიოდულად ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების მიერ და მისი მიზანი იყო ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისვის ძირის გამოთხრა. ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება, გარკვეული ოპოზიციური პარტიების გაუქმების შესახებ განცხადებებთან ერთად ევროკავშირის ერთ-ერთ ძრითად პრონციპეზე, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს.

 

ევროკავშირში არის და იქნება გარდამქმნელი პროცესი, რომელიც თითოეული ქვეყნის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მე ვიწვევ ყველას, რომ გაეცნოს ყურადღებით ამ ანგარიშს. 80 გვერდზე მეტია მასში.

 

მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან დაშორება აირჩია, სხვა კანდიდატებმა ქვეყნებმა რეფორმებსა და გაწევრიანების პროცესებში წინ წაიწიეს. საქართველოსგან განსხვავებით, ისინი ამჟამად  თანდათანობით ევროკავშირთან ინტეგრაციით სარგებლობენ. სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორიის გამო, საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, აკლდება ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო ხარჯები.

 

როგორც მოისმინეთ, დღეს ევროკომისია არ მიიჩნევს საქართველოს რეალისტურ კანდიდატ ქვეყანად. ის კანდიდატია მხოლოდ ფურცელზე, მას მხოლოდ კანდიდატის სახელიღა შერჩა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია.

ამავდროულად, მე მსურს ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მოქმედების კურსი შეცვალოს და დაუბრუნდეს იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

 

უპირველეს ყოვლისა, საქართველომ უნდა აჩვენოს მტკიცე სურვილი, უკან დაწიოს რეგრესი და სურვილი გამოავლინოს 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კობახიძე
„ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...

პოლიტიკა 1773061331

გია ჯაფარიძე 
„საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს დასახმარებლად უნდა აამუშაონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც აქვთ“ - გია ჯაფარიძე

დიპლომატი, გია ჯაფარიძე საერთაშორისო პატნიორებს ურჩევს, აამოქმედონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ. ჯაფარიძის თქმით, ახლა საჭიროა ნაკლები საუბა...

პოლიტიკა 1773055828

გოცირიძე
როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსახურებიან“ - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე:როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსა...

სოცმედია 1773055664

ქალი
როდის უნდა გამოვიყენოთ ორთოპედიული ბალიშები?

ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა.  ეს პრო...

ჯანმრთელობა 1773055479

სალომე ზურაბიშვილი
„რომ მიხედოთ თვენსკენ ნამდვილ ნარკომანებს , მომხმარებლებს, გამსაღებლებს და მათ მფარველებს ურიგო არ იქნება“ - ზურაბიშვილი „ოცნებას“

სალომე ზურაბიშვილი: ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემ...

პოლიტიკა 1773054324

ირაკლი კობახიძე
„შეიძლება შეივსოს ეს სია“ - კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელზე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი."  კობა...

პოლიტიკა 1773054177