ანრი ოხანაშვილი სალომე ზურაბიშვილს ბრალს მღელვარების წახალისებაში სდებს
პოლიტიკა • 1655979058 88

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგი, სადაც მან პრემიერმინისტრი გააკრიტიკა მღელვარებას ახალისებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს დაავიწყდა "ვისთან გვაქვს საქმე" ნაციონალური მოძრაობის სახით და მას დეპოლარიზაცია გააზრებული არ აქვს.
"საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგი თუ მას მიაჩნია, რომ ემსახურებოდა დეპოლარიზაციას, მაშინ ძალიან ცდება. ბრიფინგი პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც არა თუ ხელს უწყობს დეპოლარიზაციას, არამედ პირიქით, წახალისებას მღელვარების, ეს არის პირდაპირი წახალისება მღელვარების და არა დეპოლარიზაცია. მან ახლა გაიგო და ახლა მიხვდა "ნაციონალური მოძრაობის" სახეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლამის სახელმწიფოს მოღალატედ შერაცხა და "ქართული ოცნება" იყო სწორედ ის ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ობიექტურობა დაეცვა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატისთვის არ მიეწებებინათ ის უმძიმესი იარლიყები რასაც ის არ იმსახურებდა და როგორც ჩანს ქალბატონ სალომეს დაავიწყდა ჩვენ ვისთან გვაქვს საქმე, რომ ეს ხალხი არაფრის გამო მზად არის, რომ მიაწებოს ხალხს, ამ შემთხვევაში საუბარი იყო მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატზე, რომ ის იყო სახელმწიფოს მოღალატე, როგორი მძიმე კამპანია აწარმოეს მის წინააღმდეგ, ამის შემდგომ ატარებს ბრიფინგს იმისთვის, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი და "ქართულ ოცნება" გააკრიტიკოს?! ეს არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, როგორც ჩანს მასაც კარგად არ აქვს გააზრებული რას ნიშნავს დეპოლარიზაცია", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ბუნებრივ კატასტროფებს, წყლის დეფიციტსა და უცხოპლანეტელების შემოსევასაც უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. ვანგას 5 წინა...
მსოფლიო • 1657090384

"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა. ეს ამბავი ბალენსიაგას 2021 წლის ოტ კუტიურ შოუზე მოხა. ხვალ კი პარიზში, დემნა ბალენსიაგას...
საზოგადოება • 1657090216

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657087245

პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკ მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კაცმა, რომელ...
მსოფლიო • 1657087097

61 წლის კაცმა საკუთარ შვილი დედის თვალწინ მოკლა. მოტივი კი შვილის საქციელი იყო, რომელმაც პატარა გოგო გააუპატიურა. საქმის მასალების და დეტალების შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს. 33 წლის ალექსანდრე მ...
კრიმინალი • 1657086967