ანტირუსული აქციებიდან რუსულ იანდექსში - გვაქვს თუ არა ორმაგი სტანდარტი?!

პოლიტიკა 1727787303

საზოგადოება

ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილე სამუშაოდ რუსულ კომპანიას ირჩევს - ლუკა ხვადაგიანი, რომელიც სავარაუდოდ „გლოვოში“ მუშაობდა, რუსეთის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად „იანდექსში“ დასაქმდა.

„იანდექსის“ რუსულ წარმომავლობასა და სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირებზე, რასაც გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემებმა არაერთი სტატია მიუძღვნეს, ჩვენს მკითხველს ბევრჯერ მოვუყევით. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი მტკიცებულებების მიუხედავად, რომლებიც საკმაოდ მყარი არგუმენტებით დასტურდება, „იანდექსში“ დასაქმებულ ადამიანებს კომპანიის რუსულ წარმომავლობაში ეჭვი ეპარებათ, ან არ სურთ, შეიმჩნიონ, თვალის დახუჭვა ურჩევნიათ. 

„იანდექსში“ ახლახან დასაქმებული ლუკა ხვადაგიანი „ნიუპოსტთან“ ადასტურებს, რომ სამუშაო ადგილი შეიცვალა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს არ განმარტავს. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ ერთის მხრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად კომპანიაში მუშაობს, აცხადებს, რომ კომპანია „იანდექსის“ რუსეთთან კავშირის შესახებ ინფორმაცია მცდარი და დაუზუსტებელია.

ამაში დასარწმუნებლად ლუკა ხვადაგიანი კომპანიის გენერალურ მენეჯერთან დაკავშირებას გვთავაზობს და გვაფრთხილებს, რომ სასაუბრო ენად ინგლისური უნდა ავირჩიოთ, ვინაიდან წარმოშობით სერბი მენეჯერი რუსულად არ საუბრობს. 

„სამწუხაროდ, კითხვების უმეტესობაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ შემიძლია, გენერალური მენეჯერის საკონტაქტო გაგიზიაროთ. ინგლისურად ესაუბრეთ, თუ თქვენთვის მისაღებია, ვინაიდან ქართველი არაა, სერბეთიდანაა, არც რუსულად საუბრობს“, - გვითხრა ხვადაგიანმა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ იმაზე, რაც „დასაზუსტებელია“ რუსული „იანდექსის“ ახალი თანამშრომლისთვის, ღიად საუბრობენ, როგორც რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები, ისე მსოფლიო მასშტაბის კიბერუსაფრთხოების ექსპერტები.

„იანდექსის“ ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებულ გეგმებსა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მედიაში არაერთი სტატია დაიწერა. „Yandex eda“-ს საკმაოდ დიდი ბიზნესი აქვს ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ბელარუსსა და სომხეთში და სერვისის დანერგვისას, ძირითადად, აქცენტი იმ ქვეყნებზე კეთდება, სადაც უკვე მუშაობს „იანდექსის“ ტაქსის სერვისი.

რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის უსაფრთხოებასთან, საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, ვინაიდან საუბარია რუსული სპეცსამსახურების შეუზღუდავ წვდომაზე „იანდექსის“ მომხმარებლის პირად ინფორმაციასთან. Delivery-ს შემთხვევაში კი, დამატებით მხედველობაშია მისაღები პარტნიორი ბიზნე-სუბიექტები, რომლებიც რუსულ „იანდექსთან“ ითანამშრომლებენ. ერთის მხრივ, საყურადღებოა მსგავსი თანამშრომლობის მორალური თუ პოლიტიკური მხარე - პარტნიორობა სრულად რუსულ ბიზნესთან და მისი სერვისით სარგებლობა, მისი გაფართოების ხელშეწყობა  და მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი, პრაგმატული მიმართულება - მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოება. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მემორანდუმი - ცესკო
ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები...

საზოგადოება 1728481098

გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...

საზოგადოება 1728469283

მიხეილ სააკაშვილი
„ჩემს ადვოკატს აუკრძალეს დოკუმენტების შემოტანა, თუ წინასწარ არ გაივლის მათ ცენზურას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან.   "გუშინ ევროპარ...

პოლიტიკა 1728467766

სასამართლოო საკონს
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.   მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...

პოლიტიკა 1728465140

პოლიტიკა
„ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს“ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...

პოლიტიკა 1728464809

ისრაელია
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...

პოლიტიკა 1728464459