„ანუ განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებთ“ - მოსამართლე ბარბაქაძე 72 წლის დაკავებულს, რომელმაც სხდომაზე თქვა, რომ კიბო აქვს

პოლიტიკა 1760171377

მოსამართლე ბარბაქაძე

ამ წუთებში, 72 წლის კაცი, რომელიც სასახლის ღობის საქმის ფარგლებშიაა დაკავებული სასამართლოს უხსნის, როგორი მძიმე დიაგნოზითაა დაავადებული და როგორ უმკლავდება ტკივილებს.

ზაქრო ალუთაშვილმა მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს უთხრა, რომ მარჯვენა თირკმელის კიბო აქვს - "2011 წელს მარჯვენა თირკმელის კიბო დამიდგინდა, მარცხენასაც პრობლემა აქვს, ტკივილებს ვუძლებ"

ეკა ბარბაქაძე დაინტერესდა, ახლა როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს? შემდგომ ბრალდებულის ნათქვამი დააციტირა: „ანუ განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებთ“.

მანამდე კი ბრალდებულმა პენსიონერმა სასმართლსო მოუყვა, როგორ მოხდა 4 ოქტომბრის აქციაზე, უამბო, რომ რუსთაველის 37-ში დაცვის სამსახურის თანამშრომელია და სულ იქ უწევს ყოფნა.

ალუთაშვილის თქმით, როცა 4 ოქტომბერს სიტუაცია დაიძაბა, გდდ-ს თანამშრომლებთან ხელებაწეული მივიდა, ხალხს ქვები დააყრევინა და სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა -"გდდ-ს უფროსი მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და კარგით ბატონო ზაქრო, მიბრძანიდთ მადლობათო, ეს იყო ჩემი ქმედება“.

„4 ოქტომბერს მე ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას... ჩემი სამსახური არის რუსთაველის 37-ში და ვარ დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ყოველთვის როცა იქ იკრიბებოდა საზოგადოება და მიტინგი იმართებოდა, დამატებით ხდებოდა ჩვენი გამოცხადება და შიდა პერიმეტრის გარდა, გარე პერიმეტრს ვიცავდი,... ვიცავდით სახელმწიფო და კერძო საკუთრებას, რომ მაგალითად ხანძარი არ გაჩენილიყო, ამას ვამოწმებდი....მე მქონდა მომიტინგებთან ურთიერთობა, მაგრამ მხარე და მომხრე არასდროს... როცა ხმა მესმოდა და ჩავედი, მენახა რა ხდებოდა.
ქვების აყრა რომ დაიწყეს, ვფიქრობ რა გავაკეთო, მაყურებლის როლი ვითამაშო, რა გავაკეთო, მეორე მეც გავაკეთო, მესამე ხალხისთვის მეთქვა, რომ ეს არის უმსგავსობა და მეთქვა ხალხისთვის...
ყოფილი სამხედრო ვარ და ქმედებას რა მოსდევს ესაა მთავარი, გასაგებია ქმედება, მაგრამ რა მოჰყვება ამ ქმედებას? ავდექი და პირდაპირ მივედი და შევედი, წარმოჩენილი იქნება კადრები, გდდ-ს თანამშრომლებთან ხელებაწეული მივედი, გადავსახე ჯვარი, მე ვუთხარი ჩემო კარგებო, ხალხს მივმართავ, არ შეიძლება, ეს არ არის არც კონსტიტუციური არც იურიდიული... ხალხს ქვები დავაყრევინე. გდდ-ს უფროსი მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და კარგით ბატონო ზაქრო, მიბრძანიდთ მადლობათო, ეს იყო ჩემი ქმედება“.- განაცხადა ბრალდებულმა (რადიო თავისუფლების მიხედვით)
მანამდე ზაქრო ალუთაშვილის ადვოკატმა ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მოსამართლეს უთხრა, რომ კიბოთი დაავადებული კაცი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.

ადვოკატმა ფორმა 100 მოსამართლეს და პროკურორს გადასცა.

უფლებადამცველმა პენსიონერის გათავსიუფლების სანაცვლოდ 3500 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის , შსს-ს ჯამში 46 პირი ჰყავს დაკავებული. ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

ია დარახველიძის, ამირან დოლიშვილის, ირაკლი ჩხვირკვიას, ავთანდილ სურმანიძის, ზაქრო ალბუთაშვილის, ხვიჩა გოგოხიას, რამაზ მამულაძის, გიორგი ქორქიას აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე ეკა ბარბაქაძე მსჯელობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688