„ანუ მტრული ძალაა ევროკავშირი? მტრული ძალაა აშშ?” – ადვოკატი პროკურატურას
პოლიტიკა • 1762437080
მიხეილ სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბრისას, თქვა:
ამ საკითხს სამართლებრივი ასპექტი არ გააჩნია. ეს არის საბჭოთა, 30-იანი წლების ტრადიციის გაგრძელება, სწორედ მაშინ, სწორედ საბოტაჟის მუხლები ადამიანებს იჭერდნენ. საბედნიეროდ, დახვრეტა დღეს გაუქმებულია, მაშინ ხვრეტდნენ. შესაბამისად დღევანდელი პროკურატურა არის საბჭოთა პროკურატურის ტრადიციების გამგრძელებელი და ამ ბრალდებით ბიძინა ივანიშვილი ეუბნება საქართველოში არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ნებისმიერ პროტესტანტ ადამიანს, ვინც არ ეთანხმება მათ მოღალატეობრივ პოლიტიკას, რომ ნებისმიერ ქმედებას სისხლის სამართლებრივ კვალიფიკაციას მივანიჭებ.
რა თქვე, რომ უცხო ქვეყნის მტრული ძალებისთვის დახმარება, ანუ მტრული ძალაა ევროკავშირი? მტრული ძალაა ამერიკის შეერთებული შტატები? რა თქვეს, რომ სანქციების დაწესებაზე მოქმედებები, ეს თურმე არის დანაშაულებრივი ღონისძიებები. თურმე სანქციების დაწესებით რაღაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ჰქონდა ადგილი, მაშინ მოდი ევროკომისიის წარმომადგენლები, ევროსაბჭოს წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, ამერიკის წარმომადგენლები მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
რეალურად ეს ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, ნებისმიერი პრო-დასავლური პოლიტიკური აქტივობა იქნეს დანაშაულად გამოცხადებული, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა პერიოდში, რომ აი იმპერიალისტური ძალები, დასავლეთის აგენტები და ა.შ., ამის შეფუთვაა და ცდილობენ, რომ ეს მოაქციონ, ამაზე საუბრობს არა კობახიძე მხოლოდ, არამედ ამაზე ლაპარაკობს ინსტიტუცია, პროკურატურა საუბრობს, აგე სასამართლო საუბრობს, ამის მცდელობაა ეს.
ჩვენ ახლა ეს თემები უნდა დავინახოთ ერთიან კონტექსტში, ბიძინა ივანიშვილი პროკურატურას და სასამართლოს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად, შესაბამისად დღეს ვიღაცის მიმართ რატომ ითხოვს გირაოს, რატომ არ ითხოვს ვიღაცის მიმართ პატიმრობას, ხვალ რა ნაბიჯებს გადადგამს, ამის სამართლებრივი პროგნოზირება შეუძლებელია. ამას აქვს მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი და ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, კრემლიდან რა სცენარიც მოდის ივანიშვილთან, ან კრემლიდან დამოუკიდებლადაც შიდა საკითხებში თვითონ რას წყვეტს და ამის უკან რა აზრი დგას, ამაზე მარჩიელობას ბუნებრივია არ ვაპირებ, მთავარია ჩვენ ვიცით ერთი რამ – სასამართლოც და პროკურატურაც არის “ქართული ოცნების” დანამატი და ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს საბჭოთა საქართველოს ტრადიციებით,” – განაცხადა ბექა ბასილაიამ. პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ლალი მოროშკინა: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის.ქართული კულტურის დესპანის წოდების მიღება ,მწერალთა კავშირის წევრის წოდებასთან ერთად დიდი პატივია.ტიციან ტაბიძის,პაოლო იაშვილის,მიხეილ ჯავახიშვილი...
საზოგადოება • 1765794057
საპატრიარქო ასრულებს ხელისუფლების დავალებას – ასე აფასებს მამა დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოში მეორედ დაბარებას მამა ილია თოლორაია. სასულეირო პირის თქმით, “ბოტკოველი, რასაც ხელისუფლება დაავალებს, იმას...
საზოგადოება • 1765792603
" ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყ-მ, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ უნდა მოინანიონ შეცდომები და შემდგომი დაკვირვების გათვალისწინებით მიიღებს მათი შეწყალების გადაწყვეტილებ...
სოცმედია • 1765792323
„გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, ამიტომ არ შემიძლია ვისაუბრო ამის შესახებ, მაგრამ თქვენ იცით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებსა და დასკვნებს საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგა...
პოლიტიკა • 1765792220
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ითხოვს, საქმეს მტკიცებულებად დაერთოს ფინანსური დოკუმენტი, რაც, მისივე განცხადებით, დაამტკიცებს, რომ მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არ მოუხდენია. როგორც...
პოლიტიკა • 1765792090
რა შეეშალა ღარიბაშვილს, ამას გადაწყვეტს, ვისი გადასაწყვეტიცაა - ამის შესახებ "პირველებს" ოცნების" დეპუტატმა, ზაალ მიქელაძემ უთხრა. მიქელაძე ირწმუნება, რომ ყოფილი პრემიერის უკანონო შემოსავლების შესა...
პოლიტიკა • 1765791937












