„აქტორები, რომლებიც არეულობის ორგანიზებაში არიან ჩართული, ადრე ცდილობდნენ, დემოკრატიის ნიღბით ემოქმედათ, თუმცა დღეს ეს ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ“ - კახა კალაძე
პოლიტიკა • 1695131112 38

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებთან და აღნიშნულ საქმეებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.
როგორც მან სუს-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, არეულობის ყველა მცდელობაზე სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებები გატარდა.
„მინდა, სუს-ის წარმომადგენლებს მივმართო, აუცილებლად გაასაჯაროონ და ისაუბრონ, თუ როგორ დააკავეს ქვეყანაში უკრაინის შვიდი შეიარაღებული მოქალაქე; ისაუბრონ უკრაინის ზღვით შემოსულ მოქალაქეზე, რომელიც დააკავეს; ისაუბრონ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი მოთხოვნით იყო ეს ადამიანები გათავისუფლებული. სააკაშვილის „შემოგდება“ ქვეყანაში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთი“, როგორ ფიქრობთ, ვის მიზნებს ემსახურებოდა? რა იყო ამ ყველაფრის მთავარი მიზანი? ყველაფერი ცხადი და ნათელია: აქტორები, რომლებიც ამ ყველაფრის ორგანიზებაში არიან ჩართული, ადრე ცდილობდნენ, დემოკრატიის ნიღბით ემოქმედათ, განცხადებები გაეკეთებინათ, თუმცა დღეს ეს ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ და ვიცით რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რისი მკადრებლები არიან. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება მზადაა, განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სისხლიანმა დაპირისპირებებმა და რევოლუციებმა საქართველოს განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა, თუმცა დღეს ხელისუფლებას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.
„პატარა ბავშვი ვიყავი, თუმცა დღესაც მახსოვს და ვიცი, რამხელა უბედურების მომტანია სისხლიანი დაპირისპირებები, გადატრიალებები და რევოლუციები. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები, რომლებიც ამ ყველაფრისგან მივიღეთ. წლობით დახია ჩვენი ქვეყანა უკან ასეთმა ქმედებებმა. დღეს შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ჩვენი შვილები, მომავალი თაობები არ გვაპატიებენ ამას. სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია. მოსახლეობის უმრავლესობის განწყობაც ვიცით, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში შენარჩუნდეს სიმშვიდე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და წერს: “მე მგონი ყველა კითხვაზე პასუხია: არა შოვის ტრაგედიის გამეორებასო, არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასა...
სოცმედია • 1695932700

"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ. ფეხბურთს ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვუყურე, ისიც იმის ხათრით, სტუდენტთან ნიძლავი მქონდა დადებული. სტუდენტმა წააგო, თავანი საგნის შე...
სოცმედია • 1695932400

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს და ფოტოს ავრცელებს. მისი ინფორმაციითვე, მოკლული ბიჭი ავთო სიხარულიძეა. "გლ...
სოცმედია • 1695931800

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ბესო ლორიას მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატუსს აქვეყნებს: „ბესო ლორია, 2020 წლის 28 სექტემბრის სტატუსი: "შენს ენაზე არ გელაპარაკნენ შენსავე ქვეყანაში. გულის...
სოცმედია • 1695931500

"იარე, ლიზა!" - ციტატა ფილმიდან: "ხშირად შარვალი გვისველდებოდა, ამ დროს წამალი გშველის... როცა მიხვდნენ ამას, მოგვაყარეს და მოგვაყარეს წამალი... ჩვენ გმირები არ ვიყავით..." /ლიზას ქმარი/ პ.ს. დიახ, ჩვ...
სოცმედია • 1695931500

ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ე.წ ოთარის გვარდია ჰქვია, - ამის შესახებ „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. „ფარცხალაძე აკონტროლ...
პოლიტიკა • 1695930900