პოლიტიკა • 1733465474
არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, 4 დეკემბერს, გამთენიისას აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი სამედიცინო დახმარებას 35 საათის განმავლობაში ითხოვდა.
მათი ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასამართლო პროცესი 12 დეკემბრამდე გადაიდო.
"4 დეკემბერს, გამთენიისას დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი, რომელიც 35 საათზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფებოდა დიღმის იზოლატორში და დაჟინებით ვითხოვდით მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასამართლო პროცესი 12 დეკემბრამდე გადაიდო.
პროცესის მიმდინარეობისას ახალგაზრდის ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, თავდაპირველად, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სხდომა არ გადადო. მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება, ხოლო "უფლებები საქართველოს" ადვოკატს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უთხრა, რომ სასწრაფო დახმარება უკვე გამოძახებული იყო. თუმცა, 112-ის ოპერატორთან დარეკვისას ადვოკატმა დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარება არ იყო გამოძახებული. ადვოკატს თავად მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება.
მიუხედავად ადვოკატის მიერ დაკავებულის მდგომარეობის აღწერისა, სასწრაფო დახმარება თავდაპირველად კვადროციკლით გამოცხადდა, შეაფასა ახალგაზრდის მდგომარეობა და განაცხადა, რომ კლინიკაში იყო გადასაყვანი. ასევე, შესთავაზა ადვოკატსა და ოჯახს, დაკავებული კლინიკაში თვითდინებით მიეყვანათ. ამგვარ შემთხვევაში, ყველა სამედიცინო შემოწმებისა და შემდგომი მკურნალობის ხარჯი ახალგაზრდას დაეკისრებოდა (მსგავსი რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა). მხოლოდ ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გამოცხადდა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ნაცემი ახალგაზრდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა, 4 დეკემბერს, დაკავებულების მონახულებისთანავე, მისი კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დიღმის იზოლატორს ოფიციალური განცხადებით მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირდა გადაადგილება, იზოლატორმა უარი განაცხადა კლინიკაში მის გადაყვანაზე.
დროებითი იზოლატორის ექიმების მიერ გამოჩენილი გულგრილი დამოკიდებულებისა და კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმის შემდეგ, "უფლებები საქართველოს" მოთხოვნით, 20 წლის ახალგაზრდასთან იმყოფებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. ორივე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნაცემი ახალგაზრდის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის კომპეტენციას განეკუთვნება", - წერს ორგანიზაცია.
"უფლებები საქართველო" მიიჩნევს, რომ იზოლატორის თანამშრომელთა დამოკიდებულება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკითა და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს. სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადეკვატური სამედიცინო მომსახურებითა და მკურნალობით.
"ეს არ არის იზოლატორის ექიმების მიერ გამოჩენილი გულგრილობის პირველი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ სამი დღის წინ, დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის მიერ არასწორად შეფასებული მდგომარეობის გამო, ორგანიზაციის სხვა ბენეფიციარი ასევე არ გადაიყვანეს სამედიცინო კლინიკაში. შედეგად, აღნიშნულმა პირმა რამდენჯერმე დაკარგა გონება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ღუდუშაურის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი, მას ცხვირის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც იზოლატორის ექიმმა თავიდანვე გამორიცხა ტვინის შერყევა, ხოლო მოტეხილობებს არ დაუთმო სათანადო ყურადღება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათი ცნობით, შსს-ს წარმომადგენლებმა 20 წლის ბიჭი 4 დეკემბერს გამთენიას მეტროსადგური ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
"იმყოფებოდა მარტო და ელოდებოდა მეგობარს. ჰყვება, რომ იქვე მდგარი პიკაპის ავტომანქანაში მყოფმა ნიღბიანმა პირებმა დაუწყეს გინება და მუქარა. სცადა ტერიტორიის დატოვება, თუმცა, ნიღბიანები გაქცეულ ბიჭს დაედევნენ ავტომობილით - ლამის დააჯახეს, გადმოცვივდნენ მანქანიდან და დაიჭირეს", - წერს ორგანიზაცია.
"მაგინებდნენ, ცოცხალს არ დაგტოვებო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენ", - უთხრა ადვოკატს დაკავებულმა."დასისხლიანებულს სუნთქვა უჭირდა და ხელს აფარებდნენ პირზე - გამეტებით ურტყამდნენ თავში, სახეში და წიხლებს მთელ სხეულზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მოკვლით. ცემით და გინებით მიიყვანეს ბუკიას ბაღთან, საიდანაც სამმა პოლიციელმა გადაიყვანა ჯერ სამმართველოში და შემდეგ - დიღმის იზოლატორში", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: არ ვგმობ არცერთი მხრიდან ძალადობას!ხარებას ბანდამ ცეცხლი გაუხსნა შინჯიკას ბანდას გამშველებლის დედაც
სოცმედია • 1737309135
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. „საქართველოს პრეზიდენტის მ...
პოლიტიკა • 1737307698
"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონ...
პოლიტიკა • 1737306367
"ხარებას" და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება - კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ "ასპრიასთან" 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდ...
პოლიტიკა • 1737306226
ქართველმა ახალგაზრდა ;პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა. ამის შესახებ ირმას დედა, თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს: დე მიყვარხარ გილოცავ, ბედნიერი ვარ ირმა დე გენაც...
კულტურა • 1737300315
გუშინ, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 - მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს. "მეგობრებო, გოგოები...
პოლიტიკა • 1737297580
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი