„აქციებში მონაწილეობას მივიღებთ“ - ნათია მეზვრიშვილი

პოლიტიკა 1730467064

ნათია მეზვრიშვილი

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა ხმების დაცვისთვის და იმისთვის, რომ მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი პირველი ამოცანა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, ჩვენ ბუნებრივია , შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას. ასე იყო წინა აქციაზეც.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დეტალებში შეიძლება რაღაც განსხვავებული იყოს, ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გვაქვს, რომელსაც მივყვებით და არ ვაპირებთ გადავუხვიოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ოპოზიციას - ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თუ საორგანიზაციო საკითხები...

მე არა მგონია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს და რაღაცა იდეაფიქსი იყოს ვიღაცა სცენაზე იდგება პარტიიდან, თუ არ იდგება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმალურ ამ პროცესს ვეხმარებით, სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვეხმარებით, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვან  მტკიცებულებების მიწოდებით. გუშინ, მაგალითად შეხვედრა იყო და ვიმყოფებოდი საღამოს შეხვედრაზეც და მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებული შეხვედრა იყო და ამ შეხვედრაშიც ჩვენი წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა  და კიდევ ერთხელ ვამბობ, აქციებშიც ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არის ეს".განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან, 4 ნოემბერს, 3 ოპოზიციური კოალიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კობახიძე
„ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...

პოლიტიკა 1773061331

გია ჯაფარიძე 
„საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს დასახმარებლად უნდა აამუშაონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც აქვთ“ - გია ჯაფარიძე

დიპლომატი, გია ჯაფარიძე საერთაშორისო პატნიორებს ურჩევს, აამოქმედონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ. ჯაფარიძის თქმით, ახლა საჭიროა ნაკლები საუბა...

პოლიტიკა 1773055828

გოცირიძე
როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსახურებიან“ - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე:როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსა...

სოცმედია 1773055664

ქალი
როდის უნდა გამოვიყენოთ ორთოპედიული ბალიშები?

ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა.  ეს პრო...

ჯანმრთელობა 1773055479

სალომე ზურაბიშვილი
„რომ მიხედოთ თვენსკენ ნამდვილ ნარკომანებს , მომხმარებლებს, გამსაღებლებს და მათ მფარველებს ურიგო არ იქნება“ - ზურაბიშვილი „ოცნებას“

სალომე ზურაბიშვილი: ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემ...

პოლიტიკა 1773054324

ირაკლი კობახიძე
„შეიძლება შეივსოს ეს სია“ - კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელზე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი."  კობა...

პოლიტიკა 1773054177