„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა“ - კახა კალაძე
პოლიტიკა • 1779211414
„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ თითქოს მათ „კარდაკარის“ კამპანიის ჩატარების დროს ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ჯგუფები ხელს უშლიან.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკური საქმიანობის დროს ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია და ეს ხელისუფლებას არაფერში სჭირდება.
„შეხედეთ ამ ადამიანებს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, საიდან იმართებიან. რა უნდა შესთავაზონ მათ საზოგადოებას? რაც შეეხება ხელის შეშლის მცდელობების დაორგანიზებას და ამაში ჩვენს დადანაშაულებას, რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც გაუბედურებული, განულებული ოპოზიციას რომ რამე დაუგეგმოს? ეს ხომ წარმოუდგენელია, თუმცა ზოგადად, პოლიტიკური საქმიანობის დროს ხელის შეშლა, შეურაცხყოფის მიყენება ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას, კახა კალაძის თქმით, ასეთ მნიშვნელოვან დღეს აქციის გამართვა მავნებლობაა.
„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა როცა ამ აქციას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა. ეს არის დღე, როდესაც სრულიად საქართველო ერთიანდება. იმაზე ძვირფასი რა არის, როდესაც შენი საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობ? აქციის ჩატარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში, გადაცდომების გარეშე. შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და თუ რაიმე გადაცდომა იქნება, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










