"არ არის საჭირო კაკუნი კომპიუტერზე...მაგ სიმართლით იარეთ" - დაპირისპირება სპორტის კომიტეტის სხდომაზე

პოლიტიკა 1701769474

სპორტის კომიტეტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბარს კამათი მოჰყვა. საუბარია ლუკა კურტანიძის განცხადებაზე, სადაც ის წერდა, რომ ფედერაციის  პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ის სხდომას არ დაასწრო და გააგდო.

საკითხს დღეს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი გამოეხმაურა და უკმაყოფილება გამოთქვა იმ საჯარო მსჯელობაზე, რომელიც კურტანიძის განცხადებას მოჰყვა. როგორც მეძმარიაშვილმა თქვა, ასეთ საკითხებს "დიდი სპორტული ოჯახი" თავად გადაწყვეტს და სოციალურ ქსელებში "კაკუნი" არაა საჭირო:

 

"ერთი ამბავია ატეხილი ამ ფედერაციასთან დაკავშირებით და მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც ჩაბმულია ამ არასასიამოვნო სიტუაციაში, რომ ჩვენ ვართ დიდი სპორტული ოჯახი, სადაც ბევრი სახეობები შედის და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, მე ვთვლი, რომ სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა არ მიმაჩნია სწორად და მგონია, რომ სირცხვილია. მითუმეტეს არ არის პრობლემა - გეგა გეგეშიძე აღმასკომის წევრიც არის და ფედერაციის პრეზიდენტია, დაუძახეთ და კითხეთ, არ არის საჭირო სოციალურ ქსელში ამ ამბების წერა და კაკუნი კომპიუტერის კლავიშებზე" თქვა მეძმარიაშვილმა.
მან კურტანიძეზეც ისაუბრა:

 

"ჩემდა სამწუხაროდ, იმდენი რამ ვიცი ამ საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს იმ ავტორთან დაკავშირებით, რომელმაც დაიწყო ეს ყველაფერი, იმდენი რამე ვიცი, რაც თუნდაც ჩემი მინისტრობის დროს იყო, ხანდახან არც მინდა რომ ვიცოდე და გავიხსენო... ტყუილებით ნუ კვებავთ ხალხს, დაანებეთ სოციალურ ქსელებში წერას თავი" აღნიშნა მეძმარიაშვილმა და კომიტეტის სხდომა დახურულად გამოაცხადა, რასაც შოთა ხაბარელის პროტესტი და გაღიზიანება მოჰყვა.
ხაბარელმა მეძმარიაშვილი სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვაში დაადანაშაულა. ის თვლიდა, რომ არ იყოს საჭირო დღეს ამ თემის კიდევ გააქტიურება, იმ ფონზე, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა კორექტული განცხადება გაავრცელა და როგორც ხაბარელი თვლის, ვითარება დამშვიდებული იყო. ხაბარელმა მეძმარიაშვილს "კორექტულად საუბრისკენ" მოუწოდა - "თქვენ ახლა პირიქით, ძაბავთ სიტუაციას თქვენი გამოსვლით" მიმართა მან კომიტეტის თავმჯდომარეს რაზეც ხაბარელმა უპასუხა - "მაგ სიმართლით იარეთ".

"რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი?...გამოგაქვთ საკითხი დასაძაბად, იმიტომ რომ დაპირისპირებული ხარ ადამიანთან, რომელთანაც არაკორექტულად მოიქეცი თავიდან... დამშვიდებულია სიტუაცია, პასუხი გასცა ფედერაციამ, წამოწიეთ სიტუაცია და ისევ დაძაბოთ გინდათ ... თქვენ თვითონ იყავით კორექტული, იწყევლებით ქალივით" უპასუხა ხაბარელმა მეძმარიაშვილს.კომიტეტის დღევანდელ სხდომას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძეც ესწრებოდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი 1
ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. როგორც Украинская правда-ს ფრაქციის...

რუსეთ-უკრაინის ომი 1752731329

მდინარაძე
„რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ, სულიერად და ხორციელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასად“ - მამუკა მდინარაძე

"მე რომ ვიყო ახლა პოლიტიკოსების გარედან მაყურებელი არ დავფიქრდებოდი - რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ,...

პოლიტიკა 1752731154

პოლიტიკა
„კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, მსოფლიოში სამეულში ვიქნებით“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...

პოლიტიკა 1752730533

პროკურატურის შენობა თბილისში
„მთავარ არხს დოკუმენტების გადმოსაცემად გონივრული ვადა მივეცით“ - პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...

პოლიტიკა 1752729804

სასურველი თბს
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის - თიბისის ახალი კამპანია

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი.   თ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729642

140 გოგო თბს
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს.   გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729572