"არ დანებდე და იბრძოლე! იბრძოლე ბოლო ამოსუნთქვამდე შენი ქვეყნისთვის“ -  ლევან ხაბეიშვილის დედის მიმართვა

პოლიტიკა 1753857784

ლევან ხაბეიშვილის დედა

რეჟიმმა 1 წლის წინ შვილი ფაქტობრივად მომიკლა! - ივანიშვილმა მოკლა, მაგრამ ღმერთმა გადამირჩინა! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაბის" პოლკიტიკური საბჭოს თავმჯდომარის დედა, მარიამ კოტრიკაძე წერს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

 

"არ დანებდე და იბრძოლე! იბრძოლე ბოლო ამოსუნთქვამდე შენი ქვეყნისთვის!"- მიმართავს შვილს კოტრიკაძე

დედა ვარ.
დედა ვარ, რომელმაც 2 ვაჟკაცი გავზარდე და ჩემი ათწლეული პედაგოგიური საქმიანობით,  ასობით ახალგაზრდის ჩამოყალიბებაში მივიღე, არც თუ მცირე, მონაწილეობა…

მინდა ჩემს შვილს გამოვექომაგო ხოლმე, ტკივილი, ემოცია გამოვხატო ხოლმე, მაგრამ…მაგრამ ყოველთვის თავს ვიკავებ. თავს ვიკავებ, რადგან წლებია ლევან ხაბეიშვილი აბსოლუტურ და უკომპრომისო ბრძოლაშია რეჟიმთან, რომელმაც 1 წლის წინ შვილი ფაქტობრივად მომიკლა! - ივანიშვილმა მოკლა, მაგრამ ღმერთმა გადამირჩინა!

უამრავი ემოცია მაქვს და მინდა გაგიზიაროთ, მაგრამ ვიცი არ მოეწონება, გაბრაზდება და შენიშვნას მეტყვის, რომ არ არის საჭირო… ახლაც იმდენი რამის დაწერა მინდა და ვფიქრობ… ვფიქრობ და ჩემი ტკივილის, დარდის პარალელურად მახსენდება ციხეში უკანონოდ გამოკეტილი ახალგაზრდები, კულტურის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები… მახსენდება, რომ მათ ციხეში გამწესებას, ზოგ შემთხვევაში, მოჰყვა მათი მშობლების სიკვდილი. სიკვდილი ისე, რომ მათმა შვილებმა ხელბორკილებით იტირეს დედა, მამა… მახსენდება ასობით დასახიჩრებული ახალგაზრდა და შემდეგ ვეთანხმები ლევანს, რომ არ ღირს ჩემი მხრიდან “წუწუნი”, დარდის გამოხატვა ლევანთან დაკავშირებით…

ვუყურებ, როგორ აწამა ციხეში მისი შვილობილი ივანიშვილმა, ვუყურებ როგორ კლავდა მის თანაგუნდელს, როგორ აწიოკებს ოჯახებს და ვჩუმდები. სისხლი მეყინება ახალგაზრდა ბიჭების სასამართლო პროცესების ყურებისას!

ვუყურებ მათ დედებს და ცრემლებს ვერ ვიკავებ.  ვტირი მათსავით და ვეძებ ძალას მხარში დავუდგე ჩემს შვილს, რომელიც უანგაროდ იბრძვის სიმართლისთვის!
ჯერ საკრებულოში დაესხნენ თავს და ეს იყო პირველი შოკი ჩემთვის, როდესაც ძირს დაგდებული შვილი ვნახე, თუ როგორ ესეოდნენ სვავებივით, რომ გაეგლიჯათ მხოლოდ იმიტომ რომ დამლაგებლებს, კეთილსინდისიერ ადამიანებს იცავდა, მათ მცირე ხელფასს აპროტესტებდა. - პირველად მაშინ მომკლა ივანიშვილმა.
შემდეგ იყო ჩასაფრებები, ქვების სროლა სხვადასხვა ქალაქებში და ამასაც ტელევიზიით ვუყურებდი. ვუყურებდი და ნერვიულობით თვალებიდან სისხლი მდიოდა, რომ შვილს ვერ ვეხმარები, ვერ ვიცავ!

ამას ეტაპობრივად ემატებოდა მის მიმართ უკიდურესად უღირსი და არასამართლიანი, ბინძური, შავი კამპანიები და ამასაც მძიმედ, ჩემთვის გულში ვიკლავდი და ვიკლავ…

ყოველ დღე გათენების და დაღამების შიშით ვარ, რომ შვილს მომიკლავენ, ესვრიან, დახვდებიან, დაიჭერენ… თუმცა, შემდეგ ისევ პატიმრის დედები მახსენდება და  ვხვდები, რომ მხნედ უნდა ვიყო!!!

ვხვდები, რომ ტრაგიზმი კი არა, მხარში დგომა სჭირდება ჩემს შვილს!
დედის გული ძალიან უცნაური რამეა და დამეთანხმებით ეგოისტურიც… მიუხედავად ამისა, ყველა ჯერზე ვხედავ ჩემს გაზრდილ, თავშეკავებულ, თავდაჭერილ, მებრძოლ შვილს და ვფიქრობ - მიდი ლევან! მიდი შვილო, არ გაჩერდე და დადე ერთი აგური შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის! უკან არ დაიხიო, არ მეშინია, შენთან ვარ! კი ასეთიც ვარ ხოლმე, მაგრამ….

მაგრამ ხანდახან უბრალოდ დედა ვარ და ვტირი, ვტირი ჩემს ქვეყანას და უსამართლობას!!!

უკიდურესად მძიმე რეალობა დადგა ქვეყანაში და მინდა გამძლეობა, მხნეობა ვუსურვო მას და მის თანამებრძოლებს.

ბევრი ღალატი მინახავს მის გარშემო, ბევრი უსამართლობა, მაგრამ ვამაყობ, რომ სახლშიც კი არ დასცდენია მათზე ცუდი, ვინც მის ლაფში ამოსვრას ცდილობს, თუ უცდია…

დღეს მომერია ემოცია და მინდა გაგიზიაროთ, რომ დედა ვარ. დედა, რომელიც დარდობს და სტკივა.

ღმერთმა დაგლოცოს შენი სიმართლით ჩემო შვილო და მიუხედავად გაუსაძლისი მდგომარეობისა დედისთვის, მინდა არ დანებდე! არ დანებდე და იბრძოლე!იბრძოლე ბოლო ამოსუნთქვამდე შენი ქვეყნისთვის!"- წერს ხაბეიშვილის დედა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კესარია აბრამიძე
ვიდეო - რას ჰყვება დედა კესარია აბრამიძეზე

კესო ძალიან თბილი და განსხვავებული იყო, ყველას დეტალებში აკვირდებოდა, მიხაროდა ასეთ რომ იყო. 

საზოგადოება 1769021333

პოლიცია
თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

“პირველებს” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ შენობაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე...

კრიმინალი 1769020534

საქართველოს ბანკის
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკი  პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1769020101

საახალწლო განათებები
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება.   ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგო...

საზოგადოება 1769019571

ალიევი
„ახლა ტრანზიტები საქართველოს გავლითაა, დადგება დღე ეს პირდაპირ სომხეთიდან მოხდება“ - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმუმზე განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი ითხოვა. მისი თქმით, გადაზიდვები ამჟამად საქართველოს გ...

მსოფლიო 1769019481

ტრამპი პუტინი ზელენსი
„რუსეთ-უკრაინას შეუძლია შეთანხმებას მიაღწიოს, თუ ამას არ გააკეთებენ, სულელები იქნებიან“ - ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამაზე მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. "მე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1769019252