არ მეგონა ამის ახსნა თუ მომიწევდა... ეს არაა საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფა?!
პოლიტიკა • 1786609719
ყოფილი დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზურაბ ფარჯიანი ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ.
"არ მეგონა ამის ახსნა თუ მომიწევდა - ჯერ გეორგიევსკის ტრაქტატზე ძალიან მოკლედ.1783 წელს დაიდო ტრაქტატი და უკვე 1785 წელს ომარ ხანმა დაღესტნიდან წამოსული 20 000-იანი ლაშქრით ააოხრა ქართლ-კახეთი. რუსეთი არ დახმარებია ერეკლეს.1795 წელი აღა მაჰმად ხანი და კრწანისის ბრძოლა. თბილისის აოხრება.რუსეთი ისევ არ დაეხმარა ერეკლეს.არადა ამ ორივე ლაშქრობის მიზანი სწორედ "გეორგიევსკის ტრაქტატის" გამო ქართლ-კახეთის სამეფოს დასჯა იყო.1801 წელი - რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ანექსია.არადა, ტრაქტატის მეექვსე მუხლის თანახმად, რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო სამეფოს შიდა საქმეებში — არც საეკლესიოში და სასამართლოში1811 წელი - უქმდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, რაც იქამდე არასოდეს, არც ერთი დამპყრობლის დროს არ მომხდარა.ისტორიის დამახინჯებას რომ თავი დავანებოთ - სხვა კითხვა მაქვს:"ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?! ეს არაა საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფა?!
ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ერეკლე მეორის სიცოცხლეში ტრაქტატის პირობები სრულდებოდა და რომ ამ ხელშეკრულებამ ქვეყანა გადაარჩინა 20 წლის განმავლობაში.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










