არ მგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რამე შეიცვლება... ოპოზიცია არაფერს აკეთებს... პარლამენტში სხედან და დადიან ბუენოს-აირესში - ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკა 1653244602    369

ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავსუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს. მისი განმარტებით, არ ჰგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რაღაც შეიცვლება, მაგრამ მინიმუმ მოტივაცია მაინც ექნებათ.

"როდესაც კომფორტში ზიხარ და კომფორტიდან არ გამოდიხარ სტიმული არ გაქვს, რომ რაიმე გააკეთო, - აღნიშნა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“.

როგორც მან განაცხადა, ოპოზიცია 2024 წლამდე არაფერს არ გააკეთებს, შემდეგ კი „ამოძრავდებიან და დაიწყებენ საუბარს, რომ ისტორიული მომენტია“.

„ახლა აქციების და ქუჩის პროტესტის განწყობა არ არის, როდესაც ამაზე ვსაუბრობ, ოპოზიციიდან ვიღაცებს სწყინთ, თითქოს მე რაღაცას ვერჩი. ოპოზიციაშიც არ არის მსგავსი განწყობა, სხედან პარლამენტში და კარგად არიან, დადიან ბუენოს-აირესში სამოგზაუროდ და ასე შემდეგ. არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში არ არსებობს. არ მგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რამე შეიცვლება, მაგრამ მინიმუმ მოტივაცია მაინც ექნებათ. როდესაც კომფორტში ზიხარ და კომფორტიდან არ გამოდიხარ, სტიმული არ გაქვს, რომ რაიმე გააკეთო. ამ წუთში ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს და არ გააკეთებს 2024 წლამდე, ეს სურათი ჩანს იმიტომ, რომ კარგად არიან, სადაც არიან. 2024 წელს ამოძრავდებიან, დაიწყებენ საუბარს, რომ „ახლა არის ისტორიული მომენტი, დედა უნდა ვუტიროთ, გადაწყდა სიტუაციაო“. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ერთიანობაში გაძლიერდება, მაგრამ როგორ მოახერხებენ ამას, არ ვიცი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისი მიზანია მაქსიმალურად გაძლიერდეს და „5%-იანი ბარიერი გადალახოს“ .

ჯაფარიძე ამბობს, რომ შეეცდება, მოქალაქეების წარმოდგენები შეცვალოს.

წყარო: პალიტრა ნიუსი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დემნა გვასალია
"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა (ვიდეო)

"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა. ეს ამბავი ბალენსიაგას 2021 წლის ოტ კუტიურ შოუზე მოხა. ხვალ კი პარიზში, დემნა ბალენსიაგას...

საზოგადოება 1657090216

ბავშვები
პუტინისტებს ხელი 346 უკრაინელი ბავშვის სისხლში აქვთ გასვრილი

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657087245

რიკი მარტინი
რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება სასამართლოს ძალით აეკრძალა

პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკ მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კაცმა, რომელ...

მსოფლიო 1657087097

მკვლელობა
საზარაელი დანაშაული - 33 წლის მამაკაცი, რომელმც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

61 წლის კაცმა საკუთარ შვილი დედის თვალწინ მოკლა. მოტივი კი შვილის საქციელი იყო, რომელმაც პატარა გოგო გააუპატიურა. საქმის მასალების და დეტალების შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს. 33 წლის ალექსანდრე მ...

კრიმინალი 1657086967

ასტამური
„უკანასკნელ გზაზე გააცილეს ჩემი მეგობრის შვილი, 2 წლის იყო, როცა დედასთან ერთად გაექცა სოხუმიდან ომს, დაეცა გმირულად ხარკოვთან რუსებთან ბრძოლის დროს“

ჟურნალისტი ვიკა ქავჟარაძე სოცქსელში წერს: „კიევში უკანასკნელ გზაზე გააცილეს, ჩემი მეგობრის შვილი.... ასტამურ გუმბა იყო დაბადებული სოხუმში...2 წლის იყო, როცა დედასთან ერთად გაექცა სოხუმიდან ომს.ასტამურ...

სოცმედია 1657086862