"არ მგონია სერიოზული იყოს.." - მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე

პოლიტიკა 1632765667

მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე,  Edison Research-ის კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კვლევა "სერიოზული არ ჰგონია".

მდინარაძემ თქვა, რომ მას თბილისში პირველივე ტურში გამარჯვების იმედი აქვს, ვინაიდან, ყველა რეალური მონაცემი ამაზე მეტყველებს.

"ასეთი სერიოზული კვლევები დიდი ხანია არ გვინახავს. მაგალითად, შარშან „ევროპულ საქართველოს“ დაუწერეს 9% და 3% აიღო. თუ შეცდები, 600%-ით უნდა შეცდე, უფრო ნაკლებად არა. ახლა გახარიასაც 9% დაუწერეს, ალბათ გახარიაა წელს მათი ფავორიტი და ალბათ, ისიც 3%-ს მიიღებს.

2020 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, ზუსტად იგივე აქტივობას, იგივე რაოდენობის ამომრჩევლები მოვიდნენ საარჩევნო უბნებთან წელსაც, ამ შემთხვევაში, „გირჩს“ 43 ათასი ხმა აქვს თბილისში, მაგრამ 40 000-მდე საქართველოში. Edison Research-ის კვლევის თანახმად, 3 000 ხმას ამოუკლებენ. არ მგონია სერიოზული იყოს ის კვლევა, რომელიც შარშან 36%-ს გვიწერდა და შეცდა სულ რაღაც 12-13%-ში“,- აცხადებს მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს გამოკითხულთა 36% „ქართულ ოცნებას” მისცემს ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 27%, “საქართველოსთვის“ - 11%. ამასთან, Edison Research-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა ასე განაწილდა: კახა კალაძე - 43%;ნიკა მელია - 30%;გიორგი გახარია - 12%; ანა დოლიძე - 6%.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია
"თავისუფლება მიშას" და მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატებს - აქცია ბათუმში

"თავისუფლება მიშას" და მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატებს - არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბათუმში აქცია იმართება, სადაც მოქალაქეები  პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ და მხარდაჭერას უ...

პოლიტიკა 1635000879

ღარიბაშვილი
"არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე" - ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერი ღარიბაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ოპოზიციას ლანძღავ. ამჯერად მან ანზორ და ნიკა მელიებზე ისაუბრა: "მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმი...

პოლიტიკა 1634996851

 ანდრეი სადოვოი
არ გვაქვს უფლება მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება - ლვოვის მერი მიხეილ სააკაშვილზე

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუ...

პოლიტიკა 1634995798

ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკა 1634994852

კვარაცხელია-ჟვანია
რა კავშირი აქვს ექსპრემიერის შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - რატომ დაურეკეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ბუსა ჟვანიას

რა კავშირი აქვს ყოფილი პრემიერის შვილს, ბუსა ჟვანიას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - როგორც ირკვევა, ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა...

სამართალი 1634994596

ღარიბაშვილი
9 წელიწადში ჩავატარეთ 8 არჩევნები, ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით - ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 9 წელიწადში 8 არჩევნები ჩაატარეს და ხალხი დაიღალა. ასევე, ღარიბაშვილი დარწმუნებულია , რომ მეორე ტურებში გაიმარჯვებს "ოცნება". "ნახეთ თქვენ ყველამ წლევანდელი არჩევნები,...

პოლიტიკა 1634993545