„არ მინდა, მაყურებელმა იფიქროს, რომ მე ფრთიანი ანგელოზი ვარ“ - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი
პოლიტიკა • 1739074465
არ მინდა მაყურებელმა ჩათვალოს, რომ მე ფრთიანი ანგელოზი ვარ. ჩემი წილი პასუხისმგებლობაც ამაში, რასაკვირველია, არის. ჩემი წილი პასუხისმგებლობაც კონკრეტულად არის იმაში, რომ რაღაცებზე შეიძლება თვალს ვხუჭავდი, რაღაცებზე არ ვიყავი მოწოდების სიმაღლეზე, არ ვამახვილებდი და უფრო ხმამაღლა არ ვსაუბრობდი. უფრო არ ვსაუბრობდი ხმამაღლა გარეთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს მაყურებელმა, რომ მე ფრთიანი ანგელოზი ვარ და ეს სიტუაცია ისე ჩამოყალიბდა, რომ მე ამას ვერ ვხედავდი აქამდე. ამ ბოლო მოვლენებმა, იგივე, მაგალითად, 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, შემდეგ რუსთაველზე განვითარებულმა მოვლენებმა, ჩემთვის უკვე სასწორის მეორე პინაზე აღარანაირი არგუმენტი არ არსებობდა ისეთი, რომ ვაიმე, მე შეიძლება სამსახური დავკარგო, ვაიმე მერე კომუნალურ გადასახადს როგორ გადავიხდი, ვაიმე მერე მე იქ ბავშვებზე ფული რომ მჭირდება ან რაღაც. მეც საკუთარ თავთან კომპრომისებზე ვარ აქამდე წასული. ასე არ არის, რომ მე უბრალოდ ეს ყველაფერი ახლა დავინახე და ასე მოხდა, ყველას წილი პასუხისმგებლობაა, მათ შორის, ჩემიცთქვა შაბათის ფორმულას ეთერში საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












