„არ შეასრულოთ უკანონო დავალებები, არ დაუპირისპირდეთ ხალხს“ - არქიმანდრიტის მიმართვა "ოცნებას", პოლიციას და მღვდლებს
პოლიტიკა • 1759497404
0"ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ხვალ წყდება საქართველოს ბედი, საქართველო ან იქნება თავისუფალი, ან იქნება ამ უსამართლობასა და ჭაობში"- ამის შესახებ ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი დოროთე ყურაშვილი დღეს გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში საუბრობს.
ის მოქალაქეებს "ნათელ მხარეს დადგომისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე ქვეყანას სჭირდება.
სასულიერო პირმა სამართალდამცავებს მიმართა და მოუწოდა, ხელი არ აღმართონ მომიტინგეებზე:
მე მინდა 5 ოქტომბერი გათენდეს ისე, რომ საქართველო იყოს თავისუფალი უსამართლობისგან, საქართველო იყოს დამოუკიდებელი. ამიტომ ყველა ჩვენგანი ვალია, დავდგეთ ნათელ მხარეს - საქართველსო მხარეს. დღეს ვჭირდებით საქართველოს. უფროს სწორი იქნება გითხრათ - შენ ჭირდები საქართველოს, ვისაც ეს გესმის.
თითოეულის ვალია, რომ დადგეს ნათელ მხარეს. ასევე მინდა მოვუწოდო მთავრობას, მინდა მოვუწოდო სამართალდამცვლებს, რომ ხვალიდნელი შეკრება არ არის ძალადობრივი. ხალხი იქ საძალადოდ არ იკრიბება, იკრიბება იმისთვის, რომ დაიბრუნოს საქართველო. საქართველო ეკუთვნის ხალხს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს თქვენი სურვილიც არის, რომ დაგიბრუნდეთ საქართველო თქვენ და დაუბრუნდეს ხალხს.
ქვეყანა, რომელიც ხალხს არ ეკუთვნის, ის ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი, ის ქვეყანა არასოდეს არ იქნება თავისუფალი, ამიტომ ყველას, ვისაც საქართველო გიყვართ, სამართალდამცველებს, ვალდებული ხართ, რომ ხვალ არ მოხდეს სისხლისძღვრა, ხვალ არ შეასრულოთ უსამართლო დავალებები და არ დაუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ითხოვს სამართალს, თავისუფლებას და ითხოვს თავსი ქვეყანას. ამიტომ ყველას ვალია, რომ იზრუნოს საქართველსო მომავალზე. მე ვფიქრობ, რომ ხვალ ყოველ თვენთაგანს გჭირდებათ "ცოტნეს ნაბიჯი" ნაბიჯი, რაც მან გადადგა თავისი მეგობრებისთვსი, აი ეს ნაბიჯი შემორჩა ქვეყანას საუკუეები. ასევე თქვენი ხვალინდელი ნაბიჯი, რომელიც იქნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გადადგმული, იქნება "ცოტნეს ნაბიჯი". გააკეთეთ ეს ნაბიჯი და დაუდექით საქართველოს.
ყველა მღვდელს მოგიწოდებთ, არ შეგეშინდეთ! ფსალმუნებში წერია - "იქ შეეშინდა, სადაც არ იყო შიში საჭირო", ამიტომ არ ახდეს ეს, არ შეგეშინდეთ იქ, სადაც შიშ არ შეიძლება, ამიტომ მე ვფიქრობ, ხვალ უნდა გადადგათა ის ნაბიჯი, რაც ჩენს წინააპრებს გადაუდგიათ, ამბროსი ხელაიას და სხვას. ბევრი მამა გვყავდა, რომელბცი რუსეთს ებრძოდნენ და აქამდე მოგვიტანეს ეკლესია. ჩვენც ვალდებული ვართ ვებრძოლოთ იმ მტერს, რომელიც გვიკლავდა ამბროსის, კირიონს და სხვებს.
დღეს ჩვენც მათ ვებრძით, რადგან თუ ჩვენ და ჩვენმა ხალხმა ვერ დაიბრუნა საქართველო, ჩვენ 5-ში გავიღვიძებთ რუსეთში. რუსეთში ვართ, ასე ქვია, მაგრამ სული გვიდგას, რადგან ვიბრძვით და სანამ ვიბრძვით, მანამდე ვიქნებით თავისუფლებაი. ამიტომ ეს ბრძოლა არ დამთავრდება არც 5-ში, არც 7-ში, რადგან ყველა თაობას ექნება საბრძოლი თავისუფლებისთვის, როგორც ეს მერაბ კოსტავამ დაგვიბარა. თავისუფლებას მაშინ დავკარგავთ, როცა ბრძოლას შევწყვეტთ.
გლოცავთ ყველას, ვინც იბრძით საქართველსოს თავსიუფლებისთვის. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტე არის სამართლიან ხალხთან, გჯეროდეთ, რომ ქრისტე იმ ხალხთან არის, ვისაც დევნიან სამართლიან ხალხთან არის ქრისტე, ამიტომ მინდა მე მინდა ყველას გითრათ, გიხაროდეთ, რომ დაიცვათ საქართველო და იყოთ თავისუფლები", - ამბობს დოროთე ყურაშვილი
ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...
სოცმედია • 1772907484
გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...
სოცმედია • 1772903209
გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...
პოლიტიკა • 1772898323
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...
პოლიტიკა • 1772896558
ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...
პოლიტიკა • 1772896140
დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.
სოცმედია • 1772894141












