პოლიტიკა • 1732964643
არალეგიტიმური პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროინტეგრაციის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ინდივიდუალური თუ ჯგუფური პროტესტი მოჰყვა. მათ შორისაა ჰორეკა სექტორიც. სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების ნაწილმა რესტორნების დროებით დაკეტვა გადაწყვიტა.
მათ შორისაა რესტორანი "კაკლები", სადაც 28 ნოემბერს, რუსული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოცნება ქეიფობდა.
"არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალები დავხუჭოთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. რესტორანი დაკეტილია. საქართველოს მომავალი ევროპაშია." - ნათქვამია რესტორნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას და უარს აცხადებს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე. აღნიშნულ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. 2 ღამეა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც საპოლიციო ძალები სასტიკი მეთოდებით შლიან. დაშავებული და დაკავებულია ასზე მეტი ადამიანი. დაზიანებები მიიღო მედიის ათეულობით წარმომადგენელმა, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა სერიოზულია.
ომღერალი ქეთი მელუა "ინსტაგრამზე" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ღელავს პროცესების გამო და ზუსტად ესმის, “რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში.“ მისი თქმით...
სოცმედია • 1733997248
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...
კრიმინალი • 1733996810
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების საპასუხოდ, აცხადებს: „გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ მთავარი არხის დახურვის გ...
პოლიტიკა • 1733996741
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებას, რომლის თანახმად, ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, „მთავარი არხი“ დახუროს, ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ს...
სოცმედია • 1733996664
17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის საქმეზე 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს, რომლის აცილების შუამდგომლობაც ადვოკატებმა ტექნიკური შესვენები...
პოლიტიკა • 1733996595
ახლოვდება დე-ფაქტო, არალეგიტიმური „საპრეზიდენტო არჩევნები“ და მინდა, მოკლედ გამოვხატო ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით. საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის...
პოლიტიკა • 1733996477
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი