„არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“ - პრეზიდენტი

პოლიტიკა 1701150769    337

სალომე ზურაბიშვილი

არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჩვენი ხმა ევროპას” კამპანიის ფარგლებში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ მის პოლიტიკურ ჩართულობაზეც არის დამოკიდებული ქვეყანა.

”არ არის საკმარისი იქ წასვლა და სწავლა, თუ არ არის შინაგანი მოთხოვნილება, რომ ამ ქვეყანას ნაწილობრივ მაინც დავუბრუნო ჩემი ახალი ცოდნა და მოვახმარო. ეს არ ნიშნავს ფიზიკურ დაბრუნებას. მაგალითად, გია დვალი რომ CERN-ში თუ მაქს პლანკის ინსტიტუტში ასწავლის, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ გამორიცხავს ჩამოდიოდეს და მისი ცოდნა გაზიარებული იყოს ახალგაზრდებთან. ასეთი თანამშრომლობა გვჭირდება. ამას ემსახურება ორმაგი მოქალაქეობის კანონი, ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა დარგისთვის. არამხოლოდ ცოდნის, ეკონომიკურ დარგშიც.
იქ {საზღვარგარეთ} ვინც ცხოვრობს ჩვენი თანამემამულე, უნდა დაინახოს და იცოდეს, რომ ეს ქვეყანა მის ჩართულობაზეა დამოკიდებული, პოლიტიკურ ჩართულობაზე. არ შეიძლება ვთხოვდეთ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის სხვა ფორმით დახმარებას და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, ის, რაც ყველაზე ძვირფასია, ამ იდენტობას სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპასა და ევროსტრუქტურებშია დაცული.

„არცერთი სხვა ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს, რომელში გაწევრიანებულებიც მხოლოდ ნებაყოფლობით არიან. ისტორიამ არ იცის სხვა ასეთი ორგანიზაცია. ისტორიამ იცის იმპერიები. ძალიან კარგად ვიცით, თუ რა იმპერიები იყო ჩვენს ირგვლივ, რა შედეგი მოუტანა ამ ქვეყანას. ვხედავთ და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ის, რომ ევროპის კარები გაიხსნა. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ვიზალიბერალიზაცია არის ის მთავარი, რაც მივიღეთ, მაგრამ არამხოლოდ, „ერასმუსი“ არის ერთ-ერთი დიდი მიღწევა, რითაც ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდა სარგებლობს, ასევე სხვა მიზნობრივი პროგრამები. „ჰორაიზონ ევროპაც“ ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის, „შემოქმედებითი ევროპა“ კულტურის სფეროს ნაწილისთვის. ჩვენ ვიყავით ფრანკფურტში, როგორც მასპინძელი ქვეყანა, დღეს ვართ „ევროპალიის“ მასპინძელი ქვეყანა. ის, რომ მეტი შეიძლება ეს ჩვენზეა დამოკიდებული და არა იმათზე, ვინც ამ საშუალებას გვაძლევს, ზოგჯერ ჩვენ თავში ჩაკეტილები, ვერ ვახერხებთ გამოვიყენოთ ისე, როგორც საჭიროა.
ევროპა ასევე არის ჩვენი მომავალი, ეს არის საშუალება, რომ განვითარდეს ის, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ადამიანური რესურსის, პოტენციალის განვითარება. განვითარება ნიშნავს, არამხოლოდ პიროვნულ განვითარებას, არამედ ნიშნავს პროფესიონალიზმს, იმ დარგების დაბრუნებას, რომელიც პრაქტიკულად ქრება საქართველოში. გეოლოგები, ვეტერინარები, არქეოლოგები – მეტი გვჭირდება. ძალიან ბევრი დარგია, სადაც ბევრად მეტი სპეციალისტი გვჭირდება. გავიარეთ შოვის ტრაგედია, ალბათ, ბევრად მეტი მყინვართმცოდნე გვჭირდება, ერთი-ორი გვყავს და ასეთ ქვეყანაში წარმოუდგენელია. უამრავი გეოლოგი გვყავდა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. ასევე არიან გარემოსდაცვითი მცოდნეები, ყველა ეს მიმართულება, რაც ქვეყნის დაცულობას ნიშნავს, არის ის, რაც უნდა განვავითაროთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სადღობელაშვილი
“ცდილობენ სხვა პატიმრების სახელით ციხიდან დორბლიანი მიშა გამოიყვანონ!” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:   იაგო ხვიჩის და მეგრელიშვილის ამნისტიის კანონი სრულიად ერგება სააკაშვილს! ამ ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჭით ეს გაყიდულები ცდილობენ სხვა პატიმრების ს...

სოცმედია 1709150936

ზურაბიშვილი ივანიშვილი
“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:   “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და...

პოლიტიკა 1709150882

დაკარგული მამაკაცი
დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერაიას ეძებენ.     ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   „ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად "13". სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სახლში არ ყოფილა რამდენიმე დ...

საზოგადოება 1709150793

მოკლული გოგო
"დასახიჩრებული იყოო, ამბობენ... ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, წი­ნუ­ბან­ში მოკ­ლულ 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­...

კრიმინალი 1709150631

თაგარტი
გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709150529

ავტობუსები
2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით,...

საზოგადოება 1709150372