„არა მხოლოდ უკრაინისთვის, საქართველოსთვისაც შეურაცხმყოფელია“ - პოდოლიაკი „ოცნების“ ბანერებზე

პოლიტიკა 1727842120

პოდოლიაკი ოცნების ბანერები

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკო ქართული ოცნების ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს "არა მხოლოდ უკრაინას აყენებს შეურაცხყოფას, არამედ საქართველოსთვისაც შეურაცხმყოფელია".

ამაზე მან ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში ისაუბრა. მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიაზეც ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ნეგატიური რეაქცია მქონდა, იმიტომ რომ აგრესორი არის რუსეთის ფედერაცია, რუსეთს შეუძლია იარსებოს მხოლოდ ომის პირობებში, მეზობელი ქვეყნების დანგრევით და როგორი ბრწყინვალე ინფრასტრუქტურაც არ უნდა გაგაჩნდეთ, რუსეთი, რაღაც მომენტში, შურის და სიძულვილის გამო, შემოვა და ყველაფერს დაანგრევს. ეს არ არის არავის სურვილი, არც უკრაინის, არც საქართველოს, ეს მხოლოდ რუსეთის სურვილია და ვიღაცას როდესაც მიზეზი და შედეგი ერევა, ნაღმს უდებს საკუთარ მოქალაქეებსა და ქვეყანას, იმიტომ რომ რუსეთი არ გახლავთ ის ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სამართალს, ორმხრივ ხელშეკრულებებს სცემს პატივს.

რუსეთი ყოველთვის იპოვის მიზეზს, რომ თავს დაესხას ნებისმიერ მეზობელს, იმიტომ რომ თვლის, რომ ამის უფლება აქვს, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცე, სადაც ჩვენც და თქვენც იმყოფებით, აღიქვამს, როგორც თავის გავლენის, შესაძლებლობების სფეროს და თვლის, რომ მასთან უნდა შეათანხმო პრეზიდენტის, მინისტრების, დეპუტატების არჩევა და ა.შ. ეს არის მიუღებელი და რომ შევაჯამოთ ყოველივე აღნიშნული, ეს არა მხოლოდ უკრაინას აყენებს შეურაცხყოფას, არამედ საქართველოსთვისაც შეურაცხმყოფელია", - თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.

ქართული ოცნების ახალ ბანერებზე, რომელიც ქუჩებში 26 ოქტომბერს გამოჩნდა, ასახულია ჩანს დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა". ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კუპრაძე
„ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში“ - ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუორაძე: ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.ოთო ფარულავა - გენერალური მდივნის მოადგილელევან ჯორბენაძე - კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელიბ...

პოლიტიკა 1751994677

რიჟვაძე ახვლედიანია
ალექსანდრე ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ალექსანდრე ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ეკა ბარბაქაძემ ადგილზე თათბირის შემდეგ გამოაცხადა. ახვლედიანს 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს გადასახდელად მოსამართლემ...

კრიმინალი 1751993466

ნათელაშვილი
„აყრევინე კენჭი თბილისის მერად გია ხუხაშვილს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ დიანა ტრაპაიძეს” – შალვა ნათელაშვილი ხაზარაძეს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:,,გაწამდა ტვ–პირველი იმის მტკიცებით,რომ ადგილობრივი არჩევნებია ჩვენი გადარჩენა. ამიტომ მაქვს წინადადება ხაზარაძესთან, აყრევინე კენჭი თბილისის მერად გია ხ...

სოცმედია 1751986272

პლუს
PLUS 8 წლის გახდა - როგორ ჩაიარა შოპინგის დღესასწაულმა PLUS მომხმარებლებისთვის

საქართველოში ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამა PLUS წელს 8 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკის გუნდმა ლოიალურ მომხმარებლებს შოპინგის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და 100,000-მდე ა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751984728

დავით ხომერიკი
"იტყუებით, გასაუბრება არ მომხდარა, მირტყამდნენ მანქანაში" - დავით ხომერიკი მოწმე პოლიციელს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, ნიკა კიზირია იკითხება. სწორედ კიზირია იყო ერთ-ერთი, ვინც ხელბორკილები...

პოლიტიკა 1751984405

ვიკა ბუკია
„რუხაძე რომ გააგორონ ხვალ და წერილი “დააწერინონ”, ან მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანონ, ასე ნარნარად წაიკითხავენ „იმედის“ წამყვანები მის “დაწერილ” წერილს“ - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:„ყველაზე შემზარავი მაინც იმის გააზრებაა, რომ ივანიშვილმა ცხოველებად გადააქცია ადამიანები. რუხაძე რომ გააგორონ ხვალ და წერილი “დააწერინონ”, ან მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანონ –...

სოცმედია 1751984249