არაერთ შემთხვევაში მოქალაქეები და ჟურნალისტები ისეთი აზრის გამოხატვისთვის ისჯებიან, რომელიც თავისი შინაარსით არ წარმოადგენს სიძულვილის ენას - საქართველოს ეროვნული პლატფორმა

პოლიტიკა 1785751200

ეროვნული პლატფორმა

არაერთ შემთხვევაში მოქალაქეები და ჟურნალისტები ისეთი აზრის გამოხატვისთვის ისჯებიან, რომელიც თავისი შინაარსით არ წარმოადგენს სიძულვილის ენას: - არ შეიცავს მოწოდებას ძალადობისკენ, არ აღვივებს სიძულვილს რომელიმე დაცული ჯგუფის ან ამ ჯგუფს მიკუთვნებული ინდივიდის მიმართ - მოქალაქეები ისჯებიან პოლიტიკური აზრის გამოხატვისთვის, რიგ შემთხვევებში პატიმრობითაც, - ამ შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა აკეთებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა“ შეშფოთებას გამოხატავს იმ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც მართლმსაჯულების ორგანოები საქართველოში სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელით ამკვიდრებენ.

ორგანიზაციის შეფასებით, სოციალურ ქსელში აზრის გამოხატვისთვის დასჯის მაგალითები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოქმედი კანონი და მისი აღსრულების პრაქტიკა სულ უფრო მეტად გამოიყენება მოქალაქეთა აზრის გასაკონტროლებლად და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციების შესაკავებლად.

„თვალს ვადევნებთ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის პასუხისგებაში მიცემული პირების ისტორიებს. არაერთ შემთხვევაში მოქალაქეები და ჟურნალისტები ისჯებიან ისეთი აზრის გამოხატვისთვის, რომელიც თავისი შინაარსით არ წარმოადგენს სიძულვილის ენას: - არ შეიცავს მოწოდებას ძალადობისკენ, არ აღვივებს სიძულვილს რომელიმე დაცული ჯგუფის ან ამ ჯგუფს მიკუთვნებული ინდივიდის მიმართ. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები ისჯებიან პოლიტიკური აზრის გამოხატვისთვის, რიგ შემთხვევებში პატიმრობითაც.

დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველაზე მაღალი დაცვის ხარისხით სწორედ პოლიტიკური გამოხატვა, ხელისუფლების კრიტიკა და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე მიმდინარე დისკუსია უნდა სარგებლობდეს. დაუშვებელია ეთიკის, სამოქალაქო სფეროს დავები ადამიანების ციხეში ჩასმით სრულდებოდეს.

ჩვენთვის მიუღებელია ისეთი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებს და სადაც მოქალაქეები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე მოსაზრებებს სანქციების შიშით აღარ გამოხატავენ“, - ვკითხულობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400