"არაფერი იცოდა [ონისემ], არც იფიქრებდა, რომ სხვა პოლიტპატიმრისგან შეიძლება გაუგებრობაში თავი ამოეყო - საღამოს განცხადებასაც გავაკეთებთ ოჯახის წევრები" - თორნიკე ცხადაძე წერილზე

პოლიტიკა 1747830139

ძმები ცხადაძეები

 
 პოლიტპატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა, თორნიკე ცხადაძე პოლიტპატიმრების ნაწილის სახელით გავრცელებულ წერილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოჯახები ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს საღამოს ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

"მოკლედ ჩემმა ძმამ დამირეკა, რადგან ნახა კობახიძის განცხადება. მანამდე არაფერი იცოდა საერთოდ. საღამოს განცხადებასაც გავაკეთებთ ოჯახის წევრები. რა თქმა უნდა რაც ვიფიქრეთ, სიმართლე ის არის რომ ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილი და აქვთ ნათქვამი, რომ 26 მაისს ბევრი ხალხი რომ გამოვიდეს, ამისთვის რაღაც წერილი კეთდება თითქოს. შესაბამისად მეტი არაფერი იცოდა - არც დეტალები იცოდა ონისემ. არც იფიქრებდა, რომ სხვა პოლიტპატიმრისგან შეიძლება რაღაც ასეთ მინიმუმ გაუგებრობაში თავს ამოყოფდა. ყველა გავაკეთებთ საღამოს განცხადებას და უფრო მეტ სიმართლეს ვიტყვით. კოორდინაციის პირობებში ვართ. პატიმრებს არც სურვილი აქვთ და არც ბერკეტი აქვთ რომ ვინმეს რაიმეთი მოუწოდონ ან აზრი შეაცვლევინო თუ რომელი ბანერით გამოვიდნენ რომელიმე დღეს", - თქვა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიტპატიმართა ნაწილმა საერთო განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი 26 მაისს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მოწოდებით გამოდიოდნენ. ამასთან ოპოზიციას მოუწოდებდნენ მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წერილში ნათქვამი იყო: "ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას. ასევე, მოვითხოვთ, რომ ოპოზიციამ მკაფიო უარი განაცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე". წერილი გუშინ "დაფიონმა" გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით ის წაიშალა.

 

ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ძმამ, თორნიკე ცხადაძემ დაწერა, რომ "არცერთი პატიმრის, არცერთმა ოჯახის წევრმა არ იცოდა ამ წერილზე".

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355