არასამთავრობოების საგანგებო განცხადება რუსეთის მოქალაქეების ვიზების დაწესებაზე
პოლიტიკა • 1660719980 354

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, რომ უსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ სავიზო რეჟიმი დაწესდეს. ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ და წერენ, რომ მოსკოვმა უკრაინასა და საქართველოში ჩაიდინა საერთაშორისო/ომის სამართლით აკრძალული ქმედებები და დღესაც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებს, თავისუფლად შეუძლიათ, ოკუპირებული საქართველოს გამოყენებით, თავი დააღწიონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას.
"მიგვაჩნია რომ, საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა – საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით – საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად.
საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაშვება ნებისმიერი ქვეყნის ფართო დისკრეციას მოიაზრებს. ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას უფლება აქვს, გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთეებით სარგებლობის უფლება. გარდა ამისა, აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ოკუპანტი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს, შეეზღუდოთ გარკვეული უფლებებით სარგებლობა, რაც თავსებადია ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან", - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდიადამიანის უფლებათა ცენტრიმედიაომბუცმენისირცხვილიასაქართველოს პენცენტრისამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასამართლიანი არჩევნებითანასწორობის მოძრაობაუფლებები საქართველოქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG ევროპის ფონდიადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისოობსერვატორიასაფარიდემოკრატიის მცველებისოციალურ მეცნიერებათა ცენტრისაქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)მწვანე ალტერნატივადემოკრატიის ინდექსი – საქართველოპლატფორმა “გამზირი”ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯიასაქართველოს დემოკრატიული ინიციატივაSEED საქართველოსამირა ბაირამოვასაქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდიც უერთდებაეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიმიხეილ გელაშვილიმარიამ მაგულარიაარჩილ ჩოფიკაშვილი- სამართლის მაგისტრი, საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მენტორი ადვოკატი, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” დამფუძნებელი წევრი, ა(ა)იპ ,,უფლებები საქართველოს” (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) იურისტი.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. მედვედევი ამტკიცებს, რომ "კიევის რეჟიმი" იძულებულია ასე მოიქცეს და ამით გაამარ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1686142810

"ოცნება“ მტკიცებულებებს ითხოვს - ვოლსკი, რუსეთის მიერ კახოვკის აფეთქებას ტერორისტულ აქტს არ უწოდებს და ამბობს, რომ ამას გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სჭირდება და არა ემოციური წამოძახე...
პოლიტიკა • 1686142594

სოცქსელის მომხმარებელი წერს: „წყალტუბოში ყველგან მზეს ეფიცხებიან შიშველი რუსებიო, წყალტუბო კუტორტია, მაგრამ ეს გადაღებულია სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარის სუპერმარკეტში , სადაც მითითებაზე რომ სოფელშ...
სოცმედია • 1686142390

წალენჯიხაში პოლიციელებზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს ბულვარში 10-მდე ახალგაზრდა მთვრალ მდგომარეობაში სკანდირებდა "ქურდებს სიცოცხლე", პოლიციის მანქანის გ...
კრიმინალი • 1686140653

საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წელს, უკვე 34 ლიფტია განახლებული. შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ბუდაპეშტის II შესახვევი N7, N3ბ, N10; ვ. დოლიძის ქ. N15-N19; მ. ა...
საზოგადოება • 1686140425

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვის განვითარებაში რაღაც არ მოგვწონს უნდა გავითვალისიწნოთ თუ არა ბავშვის სურვილები ე.წ. ჯიუტი ბავშვი - რა დროს მივმართოთ ფსიქოლოგს ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს...
ჯანმრთელობა • 1686139805