“არჩევნების შედეგები ცესკომ ამოაყირავა – თუკი მთავრობა არ გადადგამს ნაბიჯებს ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, არც ევროპა და არც აშშ არ აღიარებს ლეგიტიმურობას” – დენ ფრიდი

პოლიტიკა 1730401295

დენიელ ფრიდი

ესაა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მოპარვის მცდელობა – ამის შესახებ “ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა, დენ ფრიდმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

ფრიდი ამბობს, რომ თუ “ოცნება” არ გადადგამს ნაბიჯებს არჩევნების ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, ევროპა და აშშ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს”. 

 


მკვლევარი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სწორედ ეს იყოს “ოცნების” მიზანიც, რადგან ფრიდი ეჭვობს,  შესაძლოა, “ოცნებას” ევროპისგან და შტაბებისგან იზოლირება და ავტორიტეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა სურდეს.

 

“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების გამოსასწორებლად, მე არ მაქვს დიდი იმედი, რომ ისინი ამას გააკეთებენ. სანდო ეგზიტპოლები აჩვენებდა, რომ ოპოზიციას ერთობლივად ჰქონდა უმრავლესობა, „ოცნებას“ კი უმცირესობა. ეს შედეგები ცესკომ ამოაყირავა, ისეთნაირად, რაც არ არის მაინცდამაინც სანდო. და იმ სხვა ნაბიჯებზე დაყრდნობით, რაც მთავრობამ ბოლო დროს გადადგა, ძნელია დაასკვნა რაიმე სხვა, თუ არა ის, რომ ესაა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მოპარვის მცდელობა.

ვვარაუდობ, რომ თუკი საქართველოს მთავრობა არ გადადგამს ნაბიჯებს იმ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, რაც ამ არჩევნებს ჰქონდა, არც ევროპა და არც ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, და ჩვენი ურთიერთობებიც შეიცვლება.

შესაძლოა ეს ზუსტად ისაა, რაც “ქართულ ოცნებას” სურს, შესაძლოა მათ ევროპისგან იზოლირება სურთ, ამერიკისგან, დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირება, რადგან სურთ ავტორიტარულ ქვეყნებთან ურთიერთობა, რუსეთთან კავშირი ან მისი დაქვემდებარება. შესაძლოა ესაა მათი მიზანი. სინამდვილეში, ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ რამე სხვა სურდეთ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი რამ გააკეთეს ევროპისკენ საქართველოს გზის საბოტაჟისთვის”, – აცხადებს დენ ფრიდი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხიდაშელი
„ივანიშვილი მძიმედ დაასრულებს, თავის რამდენიმე მინიონთან ერთად, „ოცნება“ კი გაქრება“ - თინა ხიდაშელი

ივანიშვილი ძალიან მძიმე დაასრულებს, „ოცნება“ კი გაქრება, როგორც გაქრა ყველა სახელისუფლებო პარტია ამ ქვეყანაში,“ოცნებაც“ აღარ იარსებებს, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან - ამის შესახებ თავდავის ექსმინი...

პოლიტიკა 1768968659

ამბასადორი გოდერძი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

საქართველოს ბანკი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით,  სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1768968017

ტრამპი პუტინი
„პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას” - ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანზე

“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივ...

მსოფლიო 1768967629

ტრამპი
"თუ მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" - ტრამპი მაკრონზე

"თუ [მაკრონი] მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,...

მსოფლიო 1768967470

ტრამპი
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" - ტრამპი

 "ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე

მსოფლიო 1768967082

ცისკარიშვილი
„ნაძირალა, ჭორიკანა ხიდაშელის ქალმა საიდან მოიტანა ეს ამბავი” – პეტრე ცისკარიშვილი

ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არა...

სოცმედია 1768966842