აშკარად მოსრიალდა კობახიძე საკუთარ ნათქვამზე... მაღალი ალბათობით, შექმნილია სქემა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად - ნიკა გვარამია

პოლიტიკა 1786688740

ნიკა გვარამია

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბენზინის შეტანის ფაქტს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, კიდევ ერთხელ ეხმაურება. გვარამიას თქმით, ხელისუფლება იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ეს ქმედება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის სრული დაცვით განხორციელდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საწვავის შეტანა „სპეციალური საწარმოს“ სტატუსითაც კი პირდაპირ ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსს, რადგან ბენზინი აქციზური საქონელია. მისივე შეფასებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შექმნილია სქემა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ასავლელად.

„ამასობაში, ნამდვილად მძიმე რეაქცია აქვს ქოცობას აფხაზეთის ბენზინის ბნელი ამბების მხილებაზე. პროპაგანდისტული მედია ოპოზიციას აფხაზებთან ურთიერთობის დალაგების მცდელობაში „ამხელს“, ხოლო ამ სტატუსის კომენტარში დადებული ტვ პირველის ვიდეოდან კი ირკვევა, რომ არანაირი თანხმობა არ არსებობდა. მეტიც, სპეცსაწარმოს მფლობელი არველაძე, რომელიც საუბრობს, თითქოს მან შეიტანა ბენზინი, განმარტავს, რომ ბენზინი როცა შეჰქონდა, მთავრობამ არც იცოდა და არც უნდა სცოდნოდა: აფხაზეთთან ვაჭრობის მუდმივი თანხმობა მომცეს და რას შევიტანდი, როდის და რამდენს, რატო დაინტერესდებოდაო. სრული ტყუილია, რა თქმა უნდა.

საქმე იმაშია, რომ ეს განმარტება ზოგადადაც ტყუილია, და საწვავის შემთხვევაში კი, აბსოლუტური ტყუილი. ბენზინზე თანხმობა საერთოდ არ არსებობს, უფრო სწორად, პირდაპირ გამორიცხულია საგადასახადო კოდექსის 24-ე სეკუნდა მუხლით: „სპეციალურ საწარმოს“ ეკრძალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება. ბენზინი და სხვა საწვავი აქციზური საქონელია, ასე რომ, სპეციალური საწარმოს სტატუსით მისი კანონიერად შეტანა შეუძლებელია და გამორიცხული.

აშკარად მოსრიალდა კობახიძე საკუთარ ნათქვამზე. ცხადია, რომ არავითარი აქტი არაა გამოცემული და ჩადენილია დანაშაულიც, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგო აქტიც და, მაღალი ალბათობით, შექმნილია სქემა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად და სტრატეგიული დანიშნულების საქონლის შეძენაში დასახმარებლად.

სინამდვილეში, არავინ იცის ვის მიერ, რა და რამდენია შეტანილი. არ გამოვრიცხოთ, რომ ან იმგვარი ტექნიკა შეაქვთ (მაგალითად, სარეცხი მანქანები), საიდანაც ჩიპები ამოაქვთ რუსებს და სამხედრო მრეწველობაში იყენებენ, რადგან ჩიპების შესყიდვა სანქციების გამო არ შეუძლიათ, ან სულაც ორმაგი დანიშნულების პროდუქცია. ერთიცა და მეორეც ევროპული სანქციების თანახმად არ შეიძლება რუსეთს მიეწოდოს და ითვლება მისი საომარი მანქანის დახმარებად.

ისე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ბენზინი ყველაზე ნაკლები პრობლემა იყოს და კობახიძის წამოცდენამ ისეთი მეხის დაცემა გამოიწვიოს, ჯერ რომ არ დასცემიათ.“ - წერს ნიკა გვარამია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172