აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
პოლიტიკა • 1734056725
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ სახდეპის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
დოკუმენტში წერია, რომ სავიზო შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც "საქართველოში დემოკრატიის შელახვაში მონაწილეობენ", მათ შორის არიან არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის წევრები.
"სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზების გაცემას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე ან პასუხისმგებელია, ან თანამონაწილე. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით ოც პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც იკავებენ მთავრობაში მინისტრის თანამდებობას, არიან პარლამენტში, მსახურობენ სამართალდამცავ და უშიშროების სტრუქტერებში და არიან კერძო მოქალაქეები.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიერ მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის განუზომელი სურვილია და რასაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის შელახვაში, დავუქვემდებაროთ სავიზო შეზღუდვებს.
ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენ გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ქმედებებს, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან' დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს ეხება," - წერია განცხადებაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრ...
პოლიტიკა • 1762762342
აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს. CNN წერს, რომ სენატის მიერ მიღებული ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის მთავრობის ხელახლა...
მსოფლიო • 1762759316
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...
კრიმინალი • 1762758491
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...
პოლიტიკა • 1762758288
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863
"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...
პოლიტიკა • 1762753789











