აშშ-ის სავიზო სანქცია, დიდი ალბათობით, ვახტანგ გომელაურსაც შეეხო
პოლიტიკა • 1734078886

აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო სანქციები, დიდი ალბათობით, არალეგიტიმურ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც შეეხო. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვები მიემართება დაახლოებით ოც პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ "მინისტრებად და ასევე, სამართალდამცავ და უსაფრთხოების წარმომადგენლებს".
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ვინაიდან ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს ეხება, სანქცირებული პირების სახელები და გვარები დეპარტამენტის მიერ არ კონკრეტდება.
"გრძელდება სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი ქმედება მიემართება დაახლოებით ოც პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, ასევე, სამართალდამცავ და უსაფრთხოების წარმომადგენლებსა და კერძო პირებს. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის: მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილე არიან დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველ ხალხთან ერთად, გვსურს, ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები მაგალითია ამერიკის მტკიცე გადაწყვეტილებისა, რომელიც ემატება აქამდე გამოცხადებულ გადაწყვეტილებებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 100-ზე მეტი პირისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ.სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებები სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ეფუძნება „იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის” 212(a)(3)(C) პუნქტს, სახელმწიფო მდივან ბლინკენის მიერ 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის შესაბამისად." - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში.

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თნამშრომლობა და სოლიდარულობი...
მსოფლიო • 1750270872

სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავ...
პოლიტიკა • 1750268436

ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა. "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნ...
მსოფლიო • 1750268339

"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი. დაპირებისამებრ, ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმის სიმბოლოების ზიანის მიყენებას და აიათოლების რეჟიმის დარტყმა...
მსოფლიო • 1750265758

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ინგლისურ ენაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო: ,,მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი მთავარი ნიშანი არა მხოლოდ უკრაინას...
პოლიტიკა • 1750265543

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news...
მსოფლიო • 1750264084