პოლიტიკა • 1716222980
აშშ-ში განიხილება "Megobari" აქტი, რომელიც მთავრობის მიერ მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს, - ამის შესახებ სტატიას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Politico ავრცელებს.
ვაშინგტონს შეუძლია ხელი მოაწეროს საქართველოსთან ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მისი მთავრობა შეწყვეტს მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკას და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკან დახევას.
სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ კონგრესში ამ კვირაში წარდგენილი კანონპროექტის პირობების მიხედვით, ვაშინგტონი დაიწყებს მოლაპარაკებებს სამხრეთ კავკასიის ქვეყანასთან „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად, თუ საქართველოს მიერ ძირითადი პოლიტიკური კრიტერიუმები იქნება უზრუნველყოფილი.
ამერიკულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.
ის ასევე ავალდებულებს ოფიციალურ პირებს, შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურად იქნება შესაბამისობაში რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად, ასევე წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ოპერაციების მხარდასაჭერად“.
თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც დადასტურდება მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი“, - ნათქვამია სტატიაში.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძოებო კომიისის შექმნის დავალება თეა წულუკიანმა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ოლიგარქი...
პოლიტიკა • 1743047379
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:,,საკუთარ თავთან მაქვს ორი დღეა კონფლიქტი და ვიდრე ბრაზში გადამივა უნდა ვთქვა… ძალიან ვაფასებ ნიკა გილაურმა რაც გააკეთა მისი ფონდით, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, ასევე ს...
სოცმედია • 1743046396
ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი გილაურის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და წერს:,,ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი! მისი...
პოლიტიკა • 1743046099
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1743045447
"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...
პოლიტიკა • 1743021475
ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე: უნდა მოვყვე რა " დროებაში" სიუჟეტი გავაკეთე, გორის ბაზარს როგორ ართმევდა ქარელი მეპატრონეს. არ მახსოვს ზუსტად გვარი იმ კაცის, არ მინდა შემეშალოს. რამდენიმე დღის გამოსული...
სოცმედია • 1743021043
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი