„ასლანი გაიქცა“ - აჭარის რევოლუციიდან 22 წელი გავიდა
პოლიტიკა • 1778049540
ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია - მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები ისტორიაში 18 წლის წინ შევიდა. ცენტრალურ და ავტონომიურ ხელისუფლებებს შორის დაპირისპირებები, აბაშიძის რეგიონიდან იძულებით წასვლით დასრულდა. რევოლუციური სამზადისი აჭარაში 2003 წლის ოქტომბერში დაიწყო.
ასლან აბაშიძე, რომელიც 13 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა აჭარას, გაემგზავრა მას შემდეგ, რაც ბათუმში რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან გამართა მოლაპარაკებები.
მაშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აბაშიძის გადადგომა „საქართველოს აღმშენებლობის საწინდარია.“
ისევე, როგორც თბილისში გასული ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ მსგავსად, ინფორმაციამ აბაშიძის გადადგომის შესახებ ბათუმის ქუჩებში დიდი საზეიმო განწყობა გამოიწვია.
„თქვენ ხართ გმირები,“ - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, აბაშიძის ყოფილი რეზიდენციის ფანჯრიდან, იქ შეკრებილ მოსახლეობას.
ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილენი, რომელთაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და მთავრობის სხვა წევრებიც ახლდნენ, აბაშიძის რეზიდენციისკენ დაიძრნენ, რომელიც ასლან აბაშიძის სპეცრაზმმა უკვე მიტოვებული ჰქონდა.
აბაშიძეს წასვლის წინ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, იგორ ივანოვთან მოლაპარაკებების შემდეგ თავისი რეზიდენციის წინ შეკრებილ ასამდე მხარდამჭერებს მიმართა დაშლილიყვნენ. „დაიშალეთ, წადით სახლებში“, - განუცხადა მან მხარდამჭერებს. ეს იყო მისი ბოლო საჯარა გამოსვლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე.
არსებული ინფორმაციით, აბაშიძე რუსეთში თავის ოჯახის წევრებთან და მისი მთავრობის რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელთან ერთად გაემგზავრა, რომლებიც ბოლომდე მისი ერთგულნი დარჩნენ.
ყოველივე ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 5 მაის გაკეთებული განცხადება და ბათუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი ივანოვის ჩასვლა.
5 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, „აბაშიძის რეჟიმის საათები დათვლილია“.
ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...
სამართალი • 1791396248
საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587
სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...
საზოგადოება • 1791379800
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...
კრიმინალი • 1791369982
თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...
საზოგადოება • 1791368400









