ავიაბიზნესი, გია ვოლსკი და 50 000 000 ლარი საქართველოს ბიუჯეტიდან - ოლიგარქის რჩეული დეპუტატის საიდუმლო გაშიფრულია

პოლიტიკა 1652549220    2190

ვოლსკი

ავიაბიზნესი 50 000 000 ლარი საქართველოს ბიუჯეტიდან -  "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი, ძმაკაცის ბიზნესის"დაკრიშვაშია" მხილებული. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" გუნდის მორიგი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ გია ვოლსკის უახლოეს მეგობარს, ამირან მანჯავიძის კუთვნილ კომპანიას საქართველოს მთავრობა ბიუჯეტიდან დიდი  ფულს უხდის, იმის მიუხედავად რომ პირობების დარღვევის გამო ერთხელ კონტრაქტიც გაუწყვიტეს და შავ სიაშიც მოხვდა ის ისევ ბაზრის მონოპოლისტად იქცა.

ირკვევა ისიც, რომ კომპანიაში რომელსაც ნატახტარის აეროდრომიდან თითო მგზავრის გადაყვანისთვის ბილეთის ფულის ნახევარზე მეტს საქართველოს მთვარობა უხდის, გიორგი ვოლსკის ცოლი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს.

ირკვევა, რომ 2014 წლიდან დღემდე მთავრობა ქართული ოცნების დეპუტატის გიორგი ვოლსკის ძმაკაცის კომპანიას 75 მილიონი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა.  2018 წელს კი აეროპორტების გაერთიანებამ  შპს აკეარ ჯორჯიასთან 49 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.

მილიონების მიღებამდე გიორგი ვოლსკის ახლო მეგობრის კომპანიას პრობლემები ჰქონდა, თუმცა სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის ლობირებით მთავრობა მისთვის დიდი ფულის მიცემას მაინც აგრძელებს  - აი ფაქტები : 2014 წლიდან დღემდე, აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენების განვითარებისთვის სულ 70 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. სამი ტენდერი ვოლსკის მეგობრის კომპანიამ მოიგო, არადა 2017 წელს თითქმის 11 მილიონიანი კონტრაქტის დადებიდან 8 თვეში, „სერვისეირმა“ დამკვეთს მისწერა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასში მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებდა, რაც „გაერთიანებამ“ ვალდებულებების დარღვევად მიიჩნია და ხელშეკრულება შეწყვიტა. კომპანიას 150 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და „სერვისეირს“ ერთი წლით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა.

ვოლსკის გარემოცვის წევრები შაბათის ეთერს უყვებიან,  ამირან მანჯავიძეს პრობლემები მაშინ გია ვოლსკი მოუგვარა.  რამდენიმე თვეში დაჯარიმებულ და შავ სიაში მანჯავიძე ახალ კომპანიას "აკეარ ჯორჯიას" აფუძნებს და გამარტივებული წესით 3 მილიონ 200 ათას ლარიანი ხელშეკრულებას უფორმებენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრიოტი
აშშ უკრაინას Patriot-ებს გადასცემს - The Washington Post

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სარაკეტო კომპლექს Patriot-ების გადაცემის საკითხს განიხილავს. რაკეტების გადაცემა ვაშინგტონის ახალი, 40 მილიარდიანი დახმარების ფარგლებში მოხდება.  MI...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653077345

აზოვ
"Азовсталь"-ს სრულად ვაკონტროლებთ - შოიგუს პატაკი პუტინს (რუსული მედია)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "Азовсталь"-ს სრულად აკონტროლებს და კომბინატის ტერიტორიიდან ყველა უკრაინელი მებრძოლი გაყვანილია. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამის შესახებ შოიგუმ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653075858

 მჭედლიძე
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გადადგა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა. როგორც ვალერიან მჭედლიძე ამბობს,  გადაწყვეტილება გუნდში ერთობლივად მიიღეს. "მე ვრჩები გუნდში და მივდივარ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრ...

პოლიტიკა 1653072917

ხუხაშვილი.jpg
ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს.. ის მონუსხულია მისი შიშით - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს, მაგრამ მისივე თქმით, მონუსხულია მისი შიშით. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ფული მართლა მოპარეს და ეს აგიჟებს. ამის შესახე...

პოლიტიკა 1653072784

ფხაკაძე
იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს – რას წერს ფხაკაძე მაიმუნის ვირუსზე

ჯანმო იწვევს ექსპერტთა ჯგუფს, ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით წერს. "დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ ს...

საზოგადოება 1653072258

ნაყოფია
ვიმედოვნებ, რომ დადგა დრო, როდესაც უნდა მიიღონ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის გადაწყვეტილება – ნაყოფია

ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ. – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ...

პოლიტიკა 1653072115