ბაჩუკი ქარდავა: „ბირთვული კლუბის წევრობა თუ საერთაშორისო წესრიგი? - უკრაინის სასწორზე დასავლეთის იმიჯია შეგდებული“

პოლიტიკა 1642942439    179

პოლიტიკოსი

უკრაინა, როგორც დასავლეთის იმიჯის ბარომეტრი - დღეს საერთაშორისო სამყარო რუსეთისგან უკრაინაში შეჭრას ელოდება, ხოლო მსოფლიო საზოგადოება და პოლიტიკური ისტებლიშმენტი დასავლეთის რეაქციას აკვირდება.

რა არის პუტინის მიზანი  - ამაზე ქართველი პოლიტიკოსები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ და დასავლეთის მიერ უკრაინისადმი აღებულ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, კერძოდ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა „პუტინის ავანტიურაში“ დასავლეთის ფაქტორზე საუბრისას, ბუდაპეშტის მემორანდუმს იხსენებს და ხაზს უსვამს, რომ „უკრაინის საქმეში ბირთვული იარაღის სუნი აშკარად დგას“.

ბაჩუკი ქარდავას შეფასებას, რომელიც მან „ნიუპოსტთან“ გააკეთა უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში საკითხის ასე  დაყენება - შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში, არასწორად მიმაჩნია. რუსეთი უკრაინაში უკვე შეჭრილია - ის აკონტროლებს აღმოსავლეთ უკრაინის სოლიდურ ნაწილს, მიტაცებულია უკრაინის უმნიშვნელოვანესი რეგიონი - ყირიმი.

რაც შეეხება პუტინის რეიტინგის კატასტროფული ვარდნის ფონზე, თუ რა მიზანს ემსახურება მის მიერ მთელი რუსეთის ტერიტორიის გავლით, სამხედრო ძალების გადასროლა ევროპის სიღრმეში, უნდა ვეძებოთ ნებისმიერი რუსის ოცნებასა და პუტინის სიტყვებში: მეოცე საუკუნის უდიდესი ტრაგედია საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ...

თუმცა ნურავის ექნება ამის ილუზია - რუსეთს დღეს ეს რესურსი არ გააჩნია.

პუტინი ავანტიურაზე მიდის და მას ეს სჭირდება, თუმცა გაბედავს იმდენს, რამდენის უფლებასაც დასავლეთი მისცემს.

ცხადია, ატომური ომის დაწყებას არავინ აპირებს, მაგრამ ამ საქმეში ბირთვული იარაღის სუნი აშკარად დგას.

ბუდაპეშტის მემორანდუმით, სამი სახელმწიფო - აშშ, ბრიტანეთი და რუსეთი, ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ, არც მეტი არც ნაკლები, უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტად დგებოდნენ.

ის რომ ბისმარკის სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა,  და რომ რუსეთისთვის ქაღალდზე დასმულ ხელმოწერას ისეთივე ფასი აქვს, როგორც ქაღალდს, რომელზეც ეს ხელმოწერაა, არ ათავისუფლებს ბრიტანეთს და აშშ და სრულიად დასავლეთს, პასუხისმგებლობისგან, რომელიც მათ აიღეს უკრაინის სახელმწიფოს წინაშე.

თავის დროზე, დასავლელი ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ უკრაინის მხრიდან, დასავლეთს დაჟინებული მოთხოვნით, ბირთვული იარაღის დათმობა, რუსეთს უფრო გააძლიერებდა და უკრაინას დაასუსტებდა, მაგრამ რამდენად უნარიანი გახდა  დასავლეთი,  ეს ახლა გამოჩნდება.

სწორედ ამ გამოცდის წინაშე დგას დღეს ბაიდენი, მთელ დემოკრატიულ დასავლეთთან ერთად.

ბუდაპეშტის მემორანდუმის არაღსრულება მხოლოდ იმიჯის საკითხს არ წარმოადგენს, ის ქმნის უმნიშვნელოვანეს პრობლემას მსოფლიოში და ამ პრობლემას ჰქვია შემდეგი: ის სახელმწიფოები, რომლებსაც შეეძლოთ ან დღეს შეუძლიათ შექმნან მასობრივი განადგურების იარაღი, დასავლეთის უუნარობის შემთხვევაში, დაიცვას უკრაინა, ჩათვლიან, რომ მათი სახელმწიფოებრიობის გარანტი არა საერთაშორისო ხელშეკრულებები, არამედ ბირთვული კლუბის წევრობა ყოფილა.

ასე, რომ რუსული არმიის თავმოყრის მიზანი უკრაინის საზღვრებთან, პუტინის რეიტინგის დაცემიდან მსოფლიო ბირთვული პრობლემების დიაპაზონში მერყეობს, არადა დასავლეთის მკაფიო და პრინციპული პოზიცია, უკიდურესად სუსტი და ბლეფის მოთამაშე პუტინის წინააღმდეგ, ამაოს გახდის იმ მიზანსაც კი, როგორიცაა მარიუპოლის მიტაცება, ე.წ. კაცუნების ხარჯზე გამაგრებული მთელი რუსული არმიით, ხოლო შემდგომ, მისი, როგორც ყოველი რუსის ოცნების, საბჭოთა კავშირის აღდგენად გასაღება.

პუტინი ვაჭრობს, თუმცა ჯერჯერობით დასავლეთისგან მკაფიოდ ჩანს, რომ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებაზე უარის თქმა, თვით დიდ ჩინეთადაც კი არ უღირს... "

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრიოტი
აშშ უკრაინას Patriot-ებს გადასცემს - The Washington Post

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სარაკეტო კომპლექს Patriot-ების გადაცემის საკითხს განიხილავს. რაკეტების გადაცემა ვაშინგტონის ახალი, 40 მილიარდიანი დახმარების ფარგლებში მოხდება.  MI...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653077345

აზოვ
"Азовсталь"-ს სრულად ვაკონტროლებთ - შოიგუს პატაკი პუტინს (რუსული მედია)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "Азовсталь"-ს სრულად აკონტროლებს და კომბინატის ტერიტორიიდან ყველა უკრაინელი მებრძოლი გაყვანილია. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამის შესახებ შოიგუმ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653075858

 მჭედლიძე
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გადადგა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა. როგორც ვალერიან მჭედლიძე ამბობს,  გადაწყვეტილება გუნდში ერთობლივად მიიღეს. "მე ვრჩები გუნდში და მივდივარ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრ...

პოლიტიკა 1653072917

ხუხაშვილი.jpg
ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს.. ის მონუსხულია მისი შიშით - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს, მაგრამ მისივე თქმით, მონუსხულია მისი შიშით. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ფული მართლა მოპარეს და ეს აგიჟებს. ამის შესახე...

პოლიტიკა 1653072784

ფხაკაძე
იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს – რას წერს ფხაკაძე მაიმუნის ვირუსზე

ჯანმო იწვევს ექსპერტთა ჯგუფს, ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით წერს. "დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ ს...

საზოგადოება 1653072258

ნაყოფია
ვიმედოვნებ, რომ დადგა დრო, როდესაც უნდა მიიღონ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის გადაწყვეტილება – ნაყოფია

ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ. – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ...

პოლიტიკა 1653072115