„ბადრი ჩემგან ჩუმად აძლევდა თავის ფულს, ცალკე ფულს, მე რომ არ გამეგო. გიორგი იყო საკმაოდ ძლევამოსილი ადამიანი“ - ირაკლი რუხაძე თარგამაძეზე
პოლიტიკა • 1747824233
ბადრი [პატარკაციშვილი] სულ „იმედთან“ იჯდა. რომ ველაპარაკებოდი „ბორჯომზე“, რაღაც სხვა საქმეებზე, ორი ტელევიზორი ჰქონდა – ერთში „რუსთავი 2“ იყო ჩართული, მეორეში „იმედი“. უცებ გაგაჩერებდა, წავიდოდა, ახლოს მივიდოდა, აიღებდა ტელეფონს გიორგის [თარგამაძეს] დაურეკავდა, რაღაცას ელაპარაკებოდა. ასე იყო ჩართული ყოველდღიურად „იმედის“ ცხოვრებაში. ამიტომ გიორგის და ბადრის ჰქონდათ აბსოლუტურად პირდაპირი კონტაქტი და გიორგი იყო რთულად სამართავი, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ წულუკიანის კომისიის სხდომაზე.
„რა თქმა უნდა, ვცდილობდი, რომ გიორგი მემართა, იმიტომ, რომ ფული მე უნდა მიმეცა ბოლო-ბოლო. მერე გარბოდა ბადრისთან. იყო კომიკური სიტუაციები – ბადრი ჩემგან ჩუმად აძლევდა თავის ფულს, ცალკე ფულს, მე რომ არ გამეგო. გიორგი იყო საკმაოდ ძლევამოსილი ადამიანი. არ იყო გენერალური დირექტორი, მაგრამ იყო გენერალურ დირექტორზე ბევრად უფრო ძლიერი. ეს თავისთავად არასწორია, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე იმართებოდა „იმედი“. მეც მქონდა ძალა და ამიტომ ჩემი და გიორგის ჭიდილი იყო სულ. ეს ჭიდილი ხდებოდა ბადრის დონეზე. მერე მე ბადრის ვუმტკიცებდი რაღაცას, რომ ეს არის არასწორი, არ შეიძლება ამის კეთება და ნელ-ნელა გადმომყავდა „ნიუს კორპი“ ჩემს მხარეს. ამიტომ რაღაც ამბავში ბედნიერი ვიყავი, თითქოს მოვილაპარაკეთ მე, ბადრიმ და „ნიუს კორპმა“, რომ გიორგის სადღაც ვუშვებდით სტაჟირებაზე რაღაც ქვეყანაში, „ნიუს კორპის“ რომელიღაც ოფისში. მაგრამ ფუნდამენტურად უძლიერესი ადამიანი იყო იმ ამბავში, რომ ბადრიზე ჰქონდა პირდაპირ წვდომა და ბადრი იყო მისი უშუალო უფროსი, ამიტომ რთულად სამართავი იყო ჩემთვის, საერთოდ თუ იყო რამენაირად მართული“
რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781262175
კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...
ჯანმრთელობა • 1781261876
ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...
ჯანმრთელობა • 1781261687
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494










