ბექა ოდიშარია აშშ-ს საბჭოთა კავშირს ადარებს
პოლიტიკა • 1726660851

"ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია აშშ-ს საბჭოთა კავშირს ადარებს - სახელისუფლებო გუნდის წევრი სტრატეგიულ პარტნიორს ორმაგ თამაშში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ "ამერიკა საქართველოს ცალი ხელით ემეგობრება, მეორეთი კი - ჩაგრავს".
(ამერიკული სანქციები) გაუგებარია ქართველი ხალხისთვის იმის გამო, რომ ერთი მუჭა გაქსუებული მღრნელი ენჯეოები იყვნენ გაუმჭვირვალენი. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ბუნებრივია, ჩვენ ვიყავით ამის მომხრენი, ვართ და მომავალშიც ვიმედოვნებთ, მაგრამ ამას სჭირდება ჯანსაღი ურთიერთობები და არა უფროსი ძმის უმცროს ძმასთან დამოკიდებულების, რომელიც ერთხელ ჩვენ საბჭოთა კავშირის სახით მოვიშორეთ და ეს სენი ქართველებისთვის მიუღებელია და სულერთია რაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც თან გემეგობრება ერთი ხელით და მეორე ხელით გჩაგრავს, - ამბობს ბექა ოდიშარია.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა.

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593