„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 1781346058

კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებენ.

მისი განმარტებით, დღეს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მასზე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება.

„ბოლო წლების განმავლობაში, უპრეცენდენტო ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ქვეყანაზე. შეიძლება ვისაუბროთ კანონებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ პროცესის ნაწილია, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კარგად გაიგოს, არის ის, თუ როგორ გაბედა საქართველომ მათ გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არჩეული ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას მშვიდობა, ოჯახები, შვილები და არავის მისცეს უფლება, უდანაშაულო, ახალგაზრდა საჯიშე ბიჭები გამოიყენონ სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კანონებს, რომლებზეც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებაშია საუბარი, თბილისის მერი განმარტავს, რომ პასუხი არ არსებობს კითხვაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კონკრეტული კანონები ევროპულ დემოკრატიას.

„მოდი, მივყვეთ ინდივიდუალურად - გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი რატომ გახდა პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიას? ოჯახური ღირებულებების დაცვა რატომ არის პრობლემა და რატომ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას? არანაირი პასუხი არ არსებობს ამაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი პრობლემა რაც არის, არის ის, რომ საქართველომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები და იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის მუქარა, რომელიც ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ისმის, კატეგორიულად მიუღებელია.

„მუქარები, შანტაჟი, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ, კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია. მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ეკომონიკა გვაქვს, უდიდესი კულტურის, ტრადიციების მქონე ხალხი ვართ და ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე მითითებებით დავდიოდით, გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას და უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ჩვენ, არჩეულ ხელისუფლებას, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკით უნდა დავიცვათ ქვეყანა, ოჯახები და ქართველი ხალხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში", გაირკვა, რომ ორჯერ გადაიტანა ინსულტი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...

პოლიტიკა 1784286900

ულტრაბგერითი თერაპია
ულტრაბგერითი თერაპია: როგორ აჩქარებს ქსოვილების აღდგენას?

ულტრაბგერითი თერაპია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანებების, ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. მისი მოქმედება ეფუძნება მაღალი სიხში...

საზოგადოება 1784286000

მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014