"ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ როგორც ნიკო გომელაური იტყოდა, ჩვენ ქალაქში ყველაფერი მოსულა" -პაატა ბურჭულაძე

პოლიტიკა 1634028199

ბურჭულაძე ივანიშვილი

პაატა ბურჭულაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ ბურჭულაძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

"უნდა გავუფრთხილდეთ იმ ადამიანს, რომელმაც შექმნა ჩვენი ქვეყანა ევროპულად, ვინც წინ გაუძღვა ჩვენს ქვეყანას მაშინ, როდესაც იყო ძალიან დიდი გასაჭირი.

მგონი არის ის მუხტი დღეს საქართველოში, რომ ჩვენ შევძლოთ დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ. ჩვენ დავკარგეთ ძალიან ბევრი რამ ამ 9 წლის განმავლობაში.

არ ვიცი რამდენი წელი დაგვჭირდება, რომ აღვიდგინოთ ის, რაც იყო წინათ, მაგრამ მე მგონი, ჩვენ სწორ გზაზე ვართ ახლა.

მიშა სააკაშვილი თავისი საქციელით არის სწორედ ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ ყველა, რომ თავგანწირული ბრძოლა გვჭირდება…

მიშა არის დიდი პოლიტიკოსი, მან იცის როგორ უნდა მოიქცეს, რა დროს რა უნდა გააკეთოს.

მე ვერ ვეტყვი, რომ შიმშილობა შეწყვიტოს ან გააგრძელოს, ეს მისი გადასაწყვეტია.

ერთადერთი თხოვნა მექნება მე, რომ ის გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას იმიტომ, რომ ჩვენ ის ჯანმრთელი გვჭირდება.

მიშა დღეს ჩვენ განსაკუთრებით ჯანმრთელი გვჭირდება…

დღეს თუ ჩვენ ვერ გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ხვალ იქნება უკვე გვიანი.

დღეს ისეთ სამყაროში შევედით, სადაც არაფერი აღარ ფასობს.

მიაღწია ბიძინა ივანიშვილმა ამას, რომ როგორც ნიკო გომელაური იტყოდა ხოლმე „ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა“ , მართლა მოსულა უკვე ყველაფერი და ხალხს არაფერი აღარ უკვირს.

იქამდე დაიყვანა უკვე ჩვენი შეგნება ბიძინა ივანიშვილმა, რომ არაფერი აღარ გვიკვირს და თითქოს ხელი გვაქვს ჩაქნეული,“-აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი
"არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე" - ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერი ღარიბაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ოპოზიციას ლანძღავ. ამჯერად მან ანზორ და ნიკა მელიებზე ისაუბრა: "მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმი...

პოლიტიკა 1634996851

 ანდრეი სადოვოი
არ გვაქვს უფლება მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება - ლვოვის მერი მიხეილ სააკაშვილზე

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუ...

პოლიტიკა 1634995798

ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკა 1634994852

კვარაცხელია-ჟვანია
რა კავშირი აქვს ექსპრემიერის შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - რატომ დაურეკეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ბუსა ჟვანიას

რა კავშირი აქვს ყოფილი პრემიერის შვილს, ბუსა ჟვანიას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - როგორც ირკვევა, ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა...

სამართალი 1634994596

ღარიბაშვილი
9 წელიწადში ჩავატარეთ 8 არჩევნები, ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით - ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 9 წელიწადში 8 არჩევნები ჩაატარეს და ხალხი დაიღალა. ასევე, ღარიბაშვილი დარწმუნებულია , რომ მეორე ტურებში გაიმარჯვებს "ოცნება". "ნახეთ თქვენ ყველამ წლევანდელი არჩევნები,...

პოლიტიკა 1634993545

მეწყერი
ლისის ფერდი კვლავ დაიძრა (ვიდეო)

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ლისის ფერდი კვლავ დაიძრა, ამის მიზეზად ის მშენებლობებს ასახელებს. "მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ...

საზოგადოება 1634993344