ბოკუჩავა კობახიძის განცხადებაზე: იმდენად არაადეკვატურები არიან, მიჭირს მწყობრი შეფასების გაკეთება

პოლიტიკა 1631720201

ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავას აცხადბს, რომ  ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები იმდენად არაადეკვატურია,  რაციონალური შეფასების გაკეთება უჭირს.

"იმდენად არაადეკვატურები არიან საკუთარ განცხადებებში ბატონი კობახიძე, ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი მდინარაძე, რომელიც ასევე გამოირჩეოდა არაადეკვატურობით, როდესაც შეაფასა ეს ჩანაწერები, რომლებიც გასაჯაროვდა, რომ სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს რაციონალური და მწყობრი შეფასების გაკეთება", — განაცხადა ბოკუჩავამ ფორმულას ეთერში.

მისი განცხადებით, მსგავსი განცხადებების მიზანი ქაოსის, პანიკის, შიშისა და პოლარიზაციის გამოწვევაა.

"გათვლა არის ქაოსი, რა თქმა უნდა, ქაოტური წინასაარჩევნო გარემო, პანიკა, შიში, პოლარიზაცია და ამით საქართველოს მოქალაქეებისთვის რეალურად ხელის გადაგრეხის და მათი ნების უგულებელყოფის ფონზე ძალაუფლების შენარჩუნება",- ამბობს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ,   განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ისინი წინასაარჩევნოდ მძიმე პროვოკაციას ამზადებენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოდის. სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და "მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი...

პოლიტიკა 1632769234

მოსმენები
უმრავლესობის აზრით, სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნებისთვის უსმენენ - Edison Research

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირების პირად ინფორმაციას უსმენს, რათა შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.  კითხვას - "თქვენი აზრ...

პოლიტიკა 1632767217

ნაცები
გახარიას ამომრჩეველმა შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი დაუჭიროს

"კვლევა ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციები განიცდის დეგრადაციას"- ასეთია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასება Edison Risearch-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების კვლევების შედეგებთნ დაკავშირებით,...

პოლიტიკა 1632766276

მდინარაძე
"არ მგონია სერიოზული იყოს.." - მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე,  Edison Research-ის კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კვლევა "სერიოზული არ ჰგონია". მდინარაძემ თქვა, რომ მას თბილისში პირველივე ტურში...

პოლიტიკა 1632765667

გახარია მელია კალაძე
მელია 46%, გახარია 49%, კალაძე 55% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 2 ადგილს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე იკავებენ. კალაძეს მოსახლეობის 55% "პ...

პოლიტიკა 1632765329

კვლევა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ გუნდს არას ეუბნება - Edison Researc-ის კვლევა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Edison Reswarc-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგების გარდა, ძალიან საინტერესო აღმოჩენაა ის მო...

პოლიტიკა 1632764855