"ბრალს რომ წარმიდგენდნენ, გასაგები იყო ისედაც, ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ" - ნიკა გვარამია თბილისის პროკურატურაში მივიდა
პოლიტიკა • 1744815429
„კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია თბილისის პროკურატურაში მივიდა.
"ბრალს რომ წარმიდგენდნენ, გასაგები იყო ისედაც, ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ. ოპოზიციის ყველა გამბედავი წევრი ამ ბრალის "მსხვერპლია". რაც შეეხება გირაოს, მე არ ვარ მარტო, ჩემს უკან ჩემი გუნდია, მასთან ერთად ვიმსჯელებ. ჯერ დადგეს ეს საკითხი და მერე ვილაპარაკებ ამ თემაზე", - თქვა გვარამიამ. მის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, გვარამია ოლიგარქის პროკურატურამ დაიბარა. მას ბრალს წარუდგენენ.
"პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ცნობისთვის, იგივე მიზეზით დღეს ბრალი წარუდგინეს კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.
ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...
სოცმედია • 1772907484
გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...
სოცმედია • 1772903209
გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...
პოლიტიკა • 1772898323
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...
პოლიტიკა • 1772896558
ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...
პოლიტიკა • 1772896140
დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.
სოცმედია • 1772894141












